შავ ზღვაში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის მთავარი ჩანაწერის პოვნამ გამოამჟღავნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ლაინერის ფრთების მოსაქნევებთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემა გახდა
28-12-2016, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შავ ზღვაში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მთავარი ჩანაწერის პოვნამ გამოამჟღავნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ლაინერის ფრთების მოსაქნევებთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემა გახდა.

 


ფრთების მოსაქნევები, პანელები ფრთებზე, რაც ეხმარება თვითმფრინავს აწევაში, ერთად არ მოძრაობდნენ, როგორც ეს გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა რუსულ სააგენტო „ინტერფაქსს“.

 


რუსული პრო-სამთავრობო ახალი ამბების სააგენტო „ლაიფის“ განცხადებით, ამან მფრინავებს წონასწორობა დააკარგვინა, რადგან ავიალაინერი „კრიტიკულ კუთხეზე“ იმყოფებოდა.

 


ეკიპაჟის ბოლო სიტყვებში ისმის: „ფრთების მოსაქნევები, ჯოჯოხეთი...!“

 


კვირას, გამთენიისას შავ ზღვაში ჩამოვარდნილ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე მყოფი 92-ივე ადამიანი დაიღუპა. „ტუ-154“-ის ბორტზე, რომელიც მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და საწვავის შესავსებად სოჭში დაშვების შემდეგ აფრენიდან 2 წუთში გაუჩინარდა რადარებიდან, წითელი არმიის გუნდის მომღერლები, მოცეკვავეები, ორკესტრის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

 


როგორც კონაშენკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავმა ინციდენტამდე ბოლო ფრენა სექტემბერში განახორციელა და მას მნიშვნელოვანი შეკეთება 2014 წლის დეკემებრში ჩაუტარდა, ავიალაინერს კი „გამოცდილი“ მფრინავი მართავდა.

 


სანკტ-პეტერბურგში გაკეთებული სატელევიზიო კომენტარისას, ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის „ტუ-154“-ის ფრაგმენტებია ნაპოვნი ქალაქ სოჭის შავი ზღვის სანაპიროდან 1.5 კილომეტრში, 50-70 მეტრის სიღრმეში“. უფრო ადრე კი სამძებრო ჯგუფმა ზღვიდან 16 ცხედარი ამოიყვანა.

 

 

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი Ту-154-ის სოჭში ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან მფრინავის მიერ მართვისას დაშვებული შეცდომა იყო, განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“ ძალოვანი სტრუქტურებიდან.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამხედროები, ასევე ალექსანდროვის სახელობის ცნობილი სამხედრო ანსამბლის მსახიობები და 9 ჟურნალისტი იმყოფებოდნენ.

 


მისი თქმით, ისინი სირიაში მიფრინავდნენ, რათა იქ დისლოცირებულ რუსული ჯარებთან ერთად საახალწლო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი