სამმა ცნობილმა ამერიკელმა სენატორმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის და მისი პრეზიდენტის მიმართ შესაძლოა სანქციები დაწესდეს
29-12-2016, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სამმა ცნობილმა სენატორმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის და მისი პრეზიდენტის მიმართ კრემლის მხრიდან ამერიკის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, შესაძლოა სანქციები დაწესდეს. მათ თქვეს, რომ ამ წინადადებას სენატში ორივე პარტიის მხარდაჭერა გააჩნია.

 


არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისევე როგორც კრემლის ოფიციოზი, უარყოფს რუსეთის ჩარევას ამერიკის შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


მოელიან, რომ საპასუხო ზომების შესახებ პრეზიდენტი ბარაქ ობამა ხუთშაბათს გამოაცხადებს.

 


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, ეს შესაძლოა მოიცავდეს ეკონომიკურ სანქციებს და დიპლომატიურ ურთიერთობებში ცვლილებებს.

 


სენატორების განცხადების საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა: „თუ ვაშინგტონი ნამდვილად გადადგამს ახალ მტრულ ნაბიჯებს, ის პასუხგაცემული იქნება.

 


„ნებისმიერი ქმედება რუსული დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში, დაუყოვნებლივ მიაყენებს დარტყმას შეერთებული შტატების დიპლომატებს რუსეთში“.

 


„რეპუბლიკელებმა“ - ჯონ მაკკეინმა, ლინდსი გრეემმა და „დემოკრატმა“ ემი კლუბაჩერმა სანქციებისადმი თავიანთი მხარდაჭერის წინადადება გააჟღერეს ოთხშაბათს, ბალტიის ქვეყნებში - ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში ვიზიტისას, რომლებიც ნატოს-ს წევრი ქვეყნები და რუსეთის დასავლეთ კიდეზე მდებარე სახელმწიფოები არიან.

 


„მე ვიტყოდი, რომ ჩვენი სენატორებიდან 99-ს სჯერა, რომ რუსეთმა გააკეთა ეს და ჩვენ რაღაცას ვიმოქმედებთ ამასთან დაკავშირებით“.

 


გრეემმა CNN-ს განუცხადა, რომ წარმოდგენილი სანქციები „მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთს, განსაკუთრებით (პრეზიდენტ) პუტინს ინდივიდუალურად".

 


გრეემმა რეპორტიორებს უთხრა: „რუსეთი ცდილობს, მთელ მსოფლიოში დაარღვიოს დემოკრატიები. ახლა დროა, რუსეთმა გაიგოს - კმარა, ეს უკვე აღარ იქნება მოთმენილი“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი