ფილიპინების პრეზიდენტი კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს ჰაერში აფრენილი ვერტმფრენიდან გადმოგდებით დაემუქრა, განაცხადა რა, რომ მანამდე ეს ჩადენილი აქვს
29-12-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს ჰაერში აფრენილი ვერტმფრენიდან გადმოგდებით დაემუქრა, განაცხადა რა, რომ მანამდე ეს ჩადენილი აქვს.

 


„თუ შენ ხარ კორუმპირებული, მე მოგემსახურები შენ ვერტმფრენით მანილასკენ და გადმოგაგდებ იქედან“, - განაცხადა დუტერტემ, რომელიც აწარმოებს ბრძოლას კორუფციიისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ.

 


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ფილიპინების პრეზიდენტმა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანი ჰყავს მოკლული, კერძოდ, სამი პირი მოკლა, როდესაც დავაოს მერი იყო.

 


ბოლო კომენტარი დუტერტემ ფილიპინებზე თავსდამტყდარი ტაიფუნის მსხვერპლთა პატივსაცემად წარმოთქმული სიტყვისას გააკეთა. პრეზიდენტის განცხადების ვიდეომასალა მისმა ოფისმა გამოაქვეყნა.

 


ის დაემუქრა ვერტმფრენიდან გადმოგდებით დასჯას ნებისმიერ იმ პირს, რომელმაც შეიძლება მის მიერ დაპირებული დახმარება მოიპაროს.

 


„მე ეს გავაკეთე მანამ, რატომ არ უნდა გავაკეთო ეს კვლავ“, - განაცხადა მან. დუტერტეს მტკიცებით, მისი მსხვერპლნი წარსულში, გამტაცებლები იყვნენ, რომელთაც მძევლები მოკლეს, თუმცა უცნობია, თუ როდის და სად ჰქონდა ინციდენტს ადგილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი