რუსეთი პირობას დებს, რომ ვაშინგტონის ნაბიჯს, შეერთებული შტატებიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევოს, პასუხს გასცემს
29-12-2016, 22:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონის ნაბიჯს, შეერთებული შტატებიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევოს, პასუხს გასცემს. ამის შესახებ BBC იუწყება.

 


ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის რეაქცია შეერთებულ შტატებს „მნიშვნელოვან დისკომფორტს“ შეუქმნის. მიუხედავად ამისა, მან ნართაულად თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა დაელოდოს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლას, რომელიც ამერიკის არჩევნებზე რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას გამორიცხავს და მას „სასაცილოს“ უწოდებს, - ბრალდება, რის გამოც ვაშინგტონმა რუსი დიპლომატების ამერიკიდან გაძევების და მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

 


კრემლი კატეგორიულად უარყოფს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რაიმე ფორმით ჩარევას.

 


შეერთებულმა შტატებმა, მოსკოვის მიერ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო 35 რუსი დიპლომატის ამერიკიდან გაძევების გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 29 დეკემბერს, მიიღო.

 


ვაშინგტონი ასევე დახურავს ორ რუსულ სტრუქტურას მერილენდსა და ნიუ იორკში, რომელიც გამოყენებული იყო სადაზვერვო შეკრებებისთვის.

 


პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა, რაც მიმართული იქნებოდა შეერთებული შტატების ბრალდებების კვალდაკვალ იმის პასუხის გაცემისკენ, რომ კრემლი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ ჩაერია 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 35 რუსი დიპლომატი ვაშინგტონ დი-სი-ს საელჩოდან და სან ფრანცისკოს საკონსულოდან „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათ და თავიანთ ოჯახებს 72 საათი მისცა შეერთებული შტატების დასატოვებლად.

 


ასევე სანქციები გამოცხადდა 9 სტრუქტურული ერთეულის და ინდივიდის, მათ შორის რუსული სადაზვერვო სააგენტოების, „გრუ“-სა და ეფ-ეს-ბე“-ს წინააღმდეგ.

 


შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაბიჯი მიმართულია მათკენ, ვინც პასუხისმგებელია „საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების ძირის გამოთხრაზე“.

 


ბარაქ ობამამ განცხადებაში თქვა, რომ „ყველა ამერიკელი შეშფოთებული უნდა იყოს რუსეთის ქმედებებით“.

 


მან ვაშინგტონის ნაბიჯებს უწოდა „საჭირო და სათანადო პასუხი შეერთებული შტატების ინტერესების დაზიანების ძალისხმევებისთვის“ და დაამატა, რომ ეს „არ იქნება სრული პასუხი რუსეთის აგრესიული ქმედებებისადმი“.

 


შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შესახებ რეაქციის გამოხატვისას, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: „უეჭველად, შეუქცევადობის პრინციპზე დაფუძნებული თანაზომიერი რეაქცია მნიშვნელოვანი დისკომფორტის გამომწვევი იქნება ამერიკული მხარისათვის იმავე სფეროში“. მაგრამ მან დაამატა, რომ რუსეთი არ იმოქმედებს „აჩქარებით“ და ნართაულად მიანიშნა შეერთებულ შტატების ხელისუფლებაში მოახლებული ცვლილების თაობაზე.

 


„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ობამას მიერ, მაგრამ ტრამპი გახდება სახელმწიფოს მეთაური სამ კვირაში“, - განაცხადა პესკოვმა. „რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი უეჭველად იქნება მხედველობაში მიღებული“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი