უძლიერესმა ციკლონმა მიწასთან გაასწორა ვანუატუ
16-03-2015, 00:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ციკლონმა პამმა მიწასთან გაასწორა ვანუატუ და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა მის განვითარებას. ამის თაობაზე წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას, ფოტო და ვიდეო მასალას დანგრეული კუნძულიდან BBC ავრცელებს. 

 

Man with damaged roof in Port Vila, Vanuatu (15 Mar 2015)დახმარების ჯგუფებმა ჩასვლა დაიწყეს ვანუატუში, სადაც ციკლონმა ხეები ძირფესვიანად ამოგლიჯა, ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია და ისედაც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ერი დედამიწაზე, მთლად განადგურებული დატოვა.  
დახმარების ბრიგადების წევრთა განცხადებით, მსგავსი გამანადგურებელი ციკლონი წყნარი ოკეანის არეში მათ არ ახსოვთ. BBC -ს ჟურნალისტი, რომელიც ახლახან ჩავიდა დედაქალაქ პორტ ვილაში ამბობს, რომ არ არსებობს სახლი, რომელსაც რაიმე დაზიანება მაინც არ მიეღოს.
Local residents carry their belongings along a road after Cyclone Pam hit, on the outskirts of Port Vila, the capital city of the Pacific island nation of Vanuatu, 15 March 2015 ვერტმფრენიდან გადაღებულ ფოტოებში კი ჩანს თუ როგორ მთლიანად მიწასთანაა გასწორებული დედაქალაქში მდებარე სახლები და როგორც დახმარების ჯგუფის წევრები ამბობენ, სასმელი წყლის გადაუდებლად მიწოდების საჭიროება არსებობს.


ამ დროისთვის სულ მცირე რვა ადამიანის სიკვდილზე ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც მაშველები უფრო დაშორებულ კუნძულებს მიაღწევენ. 
ვანუატუს პრეზიდენტმა, ბოლდვინ ლონსდეილმა, რომელიც იაპონიაში უბედურებისთვის მომზადების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, შტრომს "გამანადგურებელი" უწოდა.
Aerial image taken by Care Australia's Tom Perry as he flew into Port Vila "მე მას მონსტრი ვუწოდე, მონსტრი. ეს ვანუატუს მთავრობისა და ხალხისათვის უკუსვლაა, რადგან ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც განვითარებას ემსახურებოდა, მიწასთან გასწორდა," თქვა მან. 
BBC -ს მიერ ახლახან გავრცელებული სიუჟეტი განადგურებული ვანუატუდან.
Local residents move debris near their homes destroyed by Cyclone Pam in Port Vila, the capital city of the Pacific island nation of Vanuatu, on Sundayსახლები, რომელიც ბეტონისაგან არ ყოფილა აშენებული, მთლიანად დაინგრა.
Privates load water bottles and other relief into a French Army logistical transport plane bound for Vanuatu, at the Aerial Military Base Lieutenant Paul Klein (formerly known as La Tontouta), north of Noumea, New Caledonia, on 15 March 2015რამდენიმე ქვეყანამ დახმარების ბრიგადები უკვე გააგზავნა ვანუატუში. შტორმი მე-5 კატეგორიას მიაკუთვნეს. ქარის სიჩქარე 300კმ/სთ-ში აღწევდა და ყველაზე მძლავრი შაბათს, დილის საათებში იყო. ამჟამად ციკლონი ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართება, მაგრამ ის შესუსტებულია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი