სერგეი ლავროვი 35 ამერიკელი დიპლომატის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების ინიციატივით გამოდის
30-12-2016, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 35 ამერიკელი დიპლომატის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

 

 

ობამას ადმინისტრაციის სანქციებზე საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 35 ამერიკელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას სთავაზობს.

 

 

ლავროვის განცხადებით, საუბარია მოსკოვში ამერიკის საელჩოს 31 და სანკტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს 4 თანამშრომელზე.

 

 

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა, მოსკოვის მიერ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო 35 რუსი დიპლომატის ამერიკიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონის ნაბიჯს პასუხს გასცემს.

 

 

ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის რეაქცია შეერთებულ შტატებს „მნიშვნელოვან დისკომფორტს“ შეუქმნის. მიუხედავად ამისა, მან ნართაულად თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა დაელოდოს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლას, რომელიც ამერიკის არჩევნებზე რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას გამორიცხავს და მას „სასაცილოს“ უწოდებს, - ბრალდება, რის გამოც ვაშინგტონმა რუსი დიპლომატების ამერიკიდან გაძევების და მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 35 რუსი დიპლომატი ვაშინგტონ დი-სი-ს საელჩოდან და სან ფრანცისკოს საკონსულოდან „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათ და თავიანთ ოჯახებს 72 საათი მისცა შეერთებული შტატების დასატოვებლად.

 

 

ვაშინგტონი ასევე დახურავს ორ რუსულ სტრუქტურას მერილენდსა და ნიუ იორკში, რომელიც გამოყენებული იყო სადაზვერვო შეკრებებისთვის. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი