დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა არაპროპორციულად დასაჯა რუსეთი
02-01-2017, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა პრეს-მდივანმა კვირას გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 35 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებით, შესაძლოა არაპროპორციულად დასაჯა რუსეთი.

 


შონ სპაისერმა ABC-ის „This Week“ -ს განუცხადა, რომ ტრამპი დაუსვამს შეკითხვებს შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებს მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გასულ კვირას დააწესა სანქციები ორ რუსულ სადაზვერვო სააგენტოზე იმასთან დაკავშირებით, რაც როგორც მან თქვა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკურ ჯგუფებში მათ ჰაკერულ ჩართულობას ეხება. ობამამ ასევე ბრძანება გამოსცა ამერიკაში ორი რუსული დიპლომატიური სტრუქტურის გაუქმების თაობაზე, რაც რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების ნაწილია.

 


„ერთ-ერთი შეკითხვა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის, რატომ ასეთი მაგნიტუდის? მე ვგულისხმობ, შეხედეთ, 35 ადამიანის გაძევება ხდება, ორი სტრუქტურა იხურება, შეკითხვაა, არის ეს პასუხი პროპორციული იმ ქმედებების, რაც მიღებული იქნა? შესაძლოა ეს ასეც იყო; შესაძლოა არც იყო, მაგრამ შენ უნდა იფიქრო ამის შესახებ“, - განაცხადა სპაისერმა.

 


ტრამპს ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრა ექნება.

 


არჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შაბათს სკეპტიციზმი იმის თაობაზე, არის თუ არა პასუხისმგებელი რუსეთი „დემოკრატიული პარტიის“ ოფიციალური პირების კომპიუტერებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე.

 


„მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა, თუ ჩვენ არ ვიცით. ეს შესაძლოა ვინმე სხვა იყოს. მე ასევე ვიცი რაღაცები, რაც სხვებმა არ იციან, ასე რომ ჩვენ დარწმუნებულები ვერ ვიქნებით“, - განაცხადა ტრამპმა.

 


მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე თქვა, რომ იგი ამ საკითხზე გარკვეულ ინფორმაციებს გამოამჟღავნებს სამშაბათს ან ოთხშაბათს.

 


სპაისერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც 2015 წელს ჩინეთმა შეერთებული შტატების სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებულთა მონაცემები მოიპარა „საჯაროდ ქმედებები არ ყოფილა მიღებული. არაფერი, არაფერი ზომები არ ყოფილა მიღებული, როდესაც მილიონობით ადმიანის პირადი ინფორმაციები, მათ შორის უსაფრთხოების თემების შემცველი ინფორმაციები იქნა გაზიარებული. არაფერი ამას არ მოჰყოლია“.

 


„ამგვარად, შეკითხვა იმის შესახებ ჩნდება, არის თუ არა პოლიტიკური სამაგიეროს მიზღვა აქ, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ პასუხს“, - დაამატა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი