ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ავითარებენ შორსმიმავალ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლითაც შეერთებულ შტატებზე დარტყმის შესაძლებლობა შეიქმნება, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და კიმ ჩენ ინის განცხადების, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, საპასუხოდ თქვა: „ეს არ მოხდება“.
„ჩრდილოეთ კორეამ ეს-ესაა განაცხადა, რომ იგი ბოლო სტადიაზეა ბირთვული იარაღის განვითარების, რომელსაც შეერთებული შტატების ნაწილებამდე მიღწევა შეეძლება. ეს არ მოხდება!“ - დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
როგორც BBC წერს, ტრამპის განცხადებიდან ნათელი არ არის, ის ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ ეჭვებს გამოხატავდა თუ გეგმავდა თავდაცვით ქმედებებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.