ამერიკის ზოგიერთ შტატზე თავსდამტყდარმა ძლიერმა შტორმმა, რომელსაც წვიმა და სეტყვა ახლავს, ოთხი ადამიანი იმსხვერპლა
03-01-2017, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის ზოგიერთ შტატზე თავსდამტყდარმა ძლიერმა შტორმმა, რომელსაც წვიმა და სეტყვა ახლავს, ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.

 


ალაბამას გუბერნატორის, რობერტ ბენტლის თქმით, შტორმის შედეგად ერთ-ერთ შენობაში, ქალაქ დოთანის სიახლოვეს, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 


შტორმის პროგნოზირების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ინციდენტი განიხილება, როგორც შესაძლებელი ტორნადო.

 

 

 

 

 


ადგილობრივმა სატელევიზიო არხმა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა სახლში ყოფნისას, როცა მას წაქცეული ხე და ელექტროგადამცემი ხაზები დაეცა.

 

 

 


შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში ძლიერმა ქარმა ელექტოგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც მისისიპის შტატში 20 000-ზე მეტ მობინადრეს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები წააქცია ტეხასშიც და ლუიზიანაშიც. სეტყვა იყო ალაბამასა და არკანზასშიც.

 


სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, „ამინდის ეროვნულმა სამსახურმა“ ლუიზიანადან ფლორიდამდე ტორნადოს შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამ ადგილებში, რამდენიმე შტატში, წყალდიდობების შესახებაც გაავრცელა ცნობები.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი