დიდი ბრიტანეთის ელჩმა ევროკავშირში, სერ აივენ როჯერსმა, რომელსაც ე.წ. ბრექსიტის მოლაპარაკებებში მთავარი როლი უნდა ეთამაშა, თანამდებობა დატოვა
03-01-2017, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ევროკავშირში, სერ აივენ როჯერსმა (ხელმარჯვნივ ფოტოზე) თანამდებობა დატოვა. მოელოდნენ, რომ როჯერსი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2013 წელს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა (ხელმარცხნივ ფოტოზე) დანიშნა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის, ე.წ. ბრექსიტის მოლაპარაკებებში მთავარ როლს ითამაშებდა.

 


მთავრობამ განაცხადა, რომ სერ აივენ როჯერსმა თანამდებობა ადრე დატოვა და მისი შემცვლელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა დაინიშნოს.

 


მთავრობის წარმოამდგენელმა განაცხადა: „სერ აივენ როჯერსი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან რამდენიმე თვით ადრე გადადგა.

 

 

„სერ აივენმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ახლა, რათა მარტის ბოლომდე, როცა დიდი ბრიტანეთი 50-ე მუხლს გამოიწვევს, მისი შემცვლელის დანიშვნის საშუალება იყოს. ჩვენ მადლიერი ვართ მის მიერ გაწეული სამუშაოს და ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოჩენილი თავდადებისთვის“.

 


ლიბერალ-დემოკრატების ყოფილმა ლიდერმა, ნიკ კლეგმა, რომელიც ერთ დროს ბრიუსელში სერ აივენთან მუშაობდა, მისი გადადგომა აღწერა, როგორც „მთავრობის ბრექსიტის გეგმების ორგანიზმის აფეთქება“.

 


BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა ევროკავშირში სერ აივენ როჯერსმა მთავრობას დახურულ შეხვედრაზე გასული წლის შემოდგომაზე უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდგომ პერიოდში ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევის საბოლოოდ დასრულებას, რაც შეიძლება რომ წარუმატებელიც კი იყოს, შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს.

 


BBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, როჯერსმა გააფრთხილა მინისტრები, რომ ევროპული კონსენსუსი იყო ის, რომ შეთანხმება შესაძლოა არ მიღწეულიყო 2020 წლის შუა პერიოდამდე. იგი დახურულ შეხვედრაზე ასევე ფრთხილობდა, რომ შეთანხმება შესაძლოა საბოლოოდ ევროკავშირის სხვა წევრების ეროვნული პარლამენტების მიერ ყოფილიყო უარყოფილი.



ოქტომბერში, ელჩმა, რომელიც ახორციელებდა დევიდ ქამერონის მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობების თაობაზე, რჩევა მისცა მინისტრებს, რომ 27 სხვა წევრი ქვეყნის შეხედულება იყოს ის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ერთი ათწლეული შეიძლება დასჭირდეს.

 

 

მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეთანხმება უკვე საბოლოოდ მიიღწევა, მას ძალაში შესასვლელად რატიფიკაცია ესაჭიროება, რაც თითოეული წევრი ქვეყნის პარლამენტების მიერ მხარდაჭერის პროცედურას მოიცავს.

 

 

ელჩმა მინისტრებს ასევე განუცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს შორის მოლოდინია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ლონდონისთვის არჩევანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება, ვიდრე ერთიანი ბაზრის წევრობის გაგრძელება.

 

 

დაუნინგ სთრითი ელჩის პოზიციას არ იზიარებდა და გამოხატა თავდაჯერებულობა, რომ მიიღწევა ისეთი შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი