„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააკაშვილის დაჯგუფება: „გიგი უგულავა ნიკა მელიას უპირებს ორშაბათს ფრაქციიდან გარიცხვას“
08-01-2017, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება და პარტიის აღმასრულებელი მდივნის მიერ ცესკო-სთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიიდან გარკვეული პირების ამოღების მოთხოვნის მიმართვის შემდეგ, პოლიტიკური ბრძოლა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს, სადაც დღის წესრიგში ნიკა მელიას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დგება.

 

 

როგორც დღეს ჟურნალისტებს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ სააკაშვილის ფრთის წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა, ორშაბათს იგეგმება ნიკა მელიას „დაბარება წერილობით ფრაქციის სხდომაზე, რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად“, რაშიც ბიბილაშვილის თანამოაზრე ამავე პარტიიდან ნინო კალანდაძე, თბილისის ყოფილი მერის, პატიმრობიდან ახლახან გათავისუფლებული გიგი უგულავას ხელწერას ხედავს, რომელსაც, კალანდაძის თქმით, განზრახული აქვს ნიკა მელიას „ფრაქციიდან გარიცხვა“. ამ ფონზე კი სააკაშვილის მხარეს მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი ფიგურები მათივე პარტიის დაპირისპირებულ ფრთასთან მოლაპარაკებების გამართვაში აზრს ვერ ხედავენ და მას არაეფექტურად მიიჩნევენ.

 


„ორი დღის წინ ამ ჯგუფმა საზოგადოების და ამომრჩევლის ზურგს უკან დემოკრატიული სტანდარტების და ეთიკური ნორმების ცინიკური უგულვებელყოფით შეცვალა დამტკიცებული საპარლამენტო სია და იქიდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ სხვა აზრზე... ბუნებრივია, ახლა თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს, ტაიმ-აუტის თხოვნა ვნახეთ, თუმცა ჩვენ როგორც ვხედავთ, მიმდინარეობს, ამავე ტაიმ-აუტის ფონზე მიმდინარეობს აი ეს ქმედებები, ანუ გარიცხვა ჩვენი თანამებრძოლებისა პარტიის სიიდან, ასევე ნიკა მელიას დაბარება წერილობით ფრაქციის სხდომაზე, რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად. რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ყველა ეტაპზე ამ კონფლიქტის საჯაროდ, საჯარო სფეროში გამოსვლიდან, პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელი ჯგუფი ცდილობდა კომპორმისის მიღწევას ყველა ეტაპზე და ეს კომპრომისი იქნა უგულვებელყოფილი და უარყოფილი. ბუნებრივია, ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ, თუმცა ეს კომპრომისი ვერ იქნება ჩვენი ამომრჩევლების ხარჯზე, ჩვენი მხარდამჭერების ხარჯზე და ჩვენი პრინციპების ხარჯზე“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

 

ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ „გიგი უგულავა წარმოადგენს უკვე იმ ჯგუფს, რომელმაც მთელი ეს რიგი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ პარტია რეალურად ჩიხში შესულიყო“.

 


„გიგი უგულავა წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს პარტიაში მხარდაჭერა და რომელმაც თავისი თანაპარტიელები ამორიცხა სიიდან და რომელიც ნიკა მელიას უპირებს ორშაბათს ფრაქციიდან გარიცხვას. ამიტომ, ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ მე განსაკუთრებულად დიდ შანსებს ვერ ვხედავ იმისა, რომ რაიმეს სახის მოლაპარაკება ამ ფორმატში შედგეს, მაშინ მან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ეს არ არის მისი პოზიცია, რაც ასე არ არის, იმიტომ, რომ გიგი უგულავა არის იმ მთავარი წერილის ავტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა ეს საჯარო დისკუსია და პარტიული დაპირისპირების საჯაროობა“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ბანაკში იმყოფება.

 

 

კომენტარები: 2
#2  ნიკა
      
ნაციონალური მოძრაობა დამთავრებულია და იშლება მარტივ მამრავლებად, გირჩებად და ვაშაძეებად და მათი რეიტინი უტოლდება ნულს... ასე გააგრძელეთ ბიჭებო...
8 იანვარი 2017 10:16
#1   ედიშერ
      
მტრების გულის გადახარად ერთმანეთს ნუცამთ

მტრების გულის გადახარად ერთმანეთს ნუცამთ
8 იანვარი 2017 03:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი