ალექსანდრე გრიგალავა: მარტვილის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვა დიდწილად გაზმომარაგების საკითხს უკავშირდება
17-03-2015, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე გრიგალავა guardian.ge -სთან საუბრისას, ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილ პირველ პირებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნისას მარტვილში უძრაობა იყო და ის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რაც მუნიციპალიტეტში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა, ცენტრალური და არა წინა ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა. მარტვილის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის, გამგებელი გაზმომარაგების საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა მუნიციპალიტეტისთვის მილიონობით ინვესტიციის დაკარგვას განაპირობებს.    

 


„2012 წელს ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, 2010 წელს არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, სანამ თავისი კანონიერი ვადა არ ამოწურა, მანამ მუნიციპალიტეტის მმართველობაში იყო. აქედან გამომდინარე, არანაირი ძვრა, მთელი ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა. თუ რაიმე გაკეთდა, ესეც ცენტრალური ხელისუფლების მუშაობის შედეგად, ისინი კი უბრალოდ დოკუმენტებზე ხელის მომწერები იყვნენ.

 


უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში, ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით განხორციელდა ორი დიდი პროექტი. პირველი, ჭყონი-თამაკონი-ნამგოლაო-ლეძაძამეს გზის რეაბილიტაცია, რომელიც მალე ნოქალაქევი-სენაკის ცენტრალურ გზას დაუკავშირდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ გზის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მალე სენაკის მუნიციპალიტეტშიც სრულად მოხდება აღდგენითი სამუშაოების ბოლომდე მიყვანა, რის შემდეგაც გზის აღნიშნული მონაკვეთი მთლიანად მოასფალტებული იქნება.

 


მეორე პროექტია სენაკი-ბანძა-ლეხაინდრავა-ხონის დამაკავშირებელი გზა, თავისის ხიდებითა თუ ბოგირებით, რომლის საშუალებითაც, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება, როგორც ხონს, ასევე ქუთაისს და აქედან გამომდინარე, ეს პროექტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტებისათვის. მიმდინარე წლისთვის კი გზების მშენებლობისთვის სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით დაგეგმილია დაახლოებით 18 კილომეტრი გზის ასფალტირება,“ განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

 


მარტვილის გამგებელი წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე აღნიშნული საკითხის მოგვარება შეუძლებელი იქნება.

 


„წყალმომარაგების სისტემა თვითონ მარტვილში ნორმალურად ფუნქციონირებს და სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება მოსახლოებას, თუმცა პრობლემებია სოფლებში, განსაკუთრებით კი შედარებით მაღალმთიან ნაწილში, სადაც წყალმომარაგების სისტემების აწყობას 8 000 000 ლარი სჭირდება. ამ თემაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ვიმედოვნებთ, რომ დადებითად გადაწყდება დაფინანსების საკითხი,“ აცხადებს გამგებელი.

 


ალექსანდრე გრიგალავა მარტვილში სპორტის განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში მილიონობით ლარის დახარჯვა იგეგმება.

 


„სულ ახლახან გავხსენით მარტვილის საფეხბურთო კლუბ „მერანის“ სტადიონი. მოგეხსენებათ მარტვილის „მერანი“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას საკუთარ მოედანზე არ უთამაშია, რადგან სტადიონის საფარი უვარგისი იყო სათამაშოდ. სტადიონის აღსადგენად 621 000 ლარი დაიხარჯა. ფეხბურთის გარდა, ვცდილობთ ყურადღება მივაქციოთ სპორტის სხვა სახეობების შემდგომ განვითარებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო წლისთვის, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილი გვაქვს სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის დაფინანსება 10 600 000 ლარი ჯდება,“ ამბობს ალექსანდრე გრიგალავა და დასძენს, რომ „ყველა ის პროექტი, რომელიც მან ჩამოთვალა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა.

 

 

გამგებლის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რაც მარტვილის ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეეხება, დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის გაზმომარაგების პრობლემის გადაწყვეტასთან.

 


„გაზიფიცირების საკითხი კი შეიძლება ითქვას არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს. არადა ინვესტორი ინვესტიციიის ჩადებამდე სწორედ ელექტროენერგიის, სასმელი წყლის, გაზის თუ მისასვლელი გზის მდგომარეობას კითხულობს. სადაც ინფრასტრუქტურა არ არის გამართული, იქ ინვესტორიც თავს იკავებს ინვესტიციის ჩადებისაგან. ისე კი უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან არსებობენ ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებიც ხსნიან სხვადასხვა საწარმოებს. გარდა ამისა, გვყავს პოტენციური ინვესტორები. მაგალითად, ერთ-ერთი ინვესტორი მეუბნება, რომ თუ სოფელ სალხინოში ბუნებრივი აირის საკითხი გადაწყდება, მე 1 000 000 ლარის ინვესტიციას ჩავდებ ერთ-ერთ პროექტშიო, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჩვენთან გაზიფიცირების საკითხი მოგვარებას საჭიროებს,“ აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე გრიგალავა guardian.ge- სთან საუბრისას და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული პრობლემა ეტაპობრივად გადაწყდება, რაც მარტვილის ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ლია
      
წარმატებები მინდა გისურვო, ეჭვი არ მეპარება, რომ იდგებით თქვენი (ჩვენი) რაიონის გვერდით.
22 მარტი 2015 07:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი