ქუვეითის ფონდი საქართველოს 8 მლნ ქუვეითურ დინარს ხულო-გოდერძის 29-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის აღსადგენად გამოუყოფს
17-01-2017, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულით, ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იანი ხულო-გოდერძის მონაკვეთის აღდგენა მოხდება.

 

 

მათივე ცნობით, პროექტი აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებსაც მოიცავს.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის აღდგენა პრემიერ მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის - სივრცითი დაგეგმარების მიმართულების ნაწილია, რომელიც კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს.

 

 

ქუმსიშვილის თქმით, მისასვლელი გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნესსექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.

 

 

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47-კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29-კილომეტრიან მონაკვეთს. 

 

 

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰიშამ ალ ვაკაიანმა მოაწერეს.

 

 

ხელშეკრულებას ხელმოწერას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი