ორფოლოს პოლიგონზე სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს
18-01-2017, 00:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოებს უტარებენ. შუალედურ სამთო მომზადების ზამთრის კურსში, რომელიც ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში მიმდინარეობს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

 

 

 

 

 

 

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველ სამხედროებთან ერთად ლიტვიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი ჯარისკაცები სამთო სროლებს სამი ამოცანის მიხედვით ეუფლებიან.

 

 

ნეგატიურ, პოზიტიურ და ფერდობიდან ფერდობზე სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება უწევთ. სამხედროები მომზადებას დროში სროლაშიც გადიან. მათ 100, 200 და 300 მეტრ დისტანციებზე სამიზნეები 40 ვაზნით 2 წუთის განმავლობაში უნდა დააზიანონ.

 

 

 

 


თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით ფასდება. მომზადების ეს ეტაპი კი, საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდება.

 


შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი სულ ორ ეტაპად განხორციელდება. მომზადების მეორე ეტაპზე სკოლის მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თოვლის თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 10 თებერვალს დასრულდება", - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი