ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღებასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებდა.
უწმინდესმა სამების ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.
„სულიწმინდა სახითა მტრედისათა მოევლინა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს, ვმადლობთ უფალს, იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს უფალი. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი“, - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
დღესვე სამებაში ჩვილთა 47-ე ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.