ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
18-03-2015, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი Facebook-ზე ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი კოლეგის, არჩილ ჩუბინიძის მიერ 8 დღის წინათ დაწყებული შიმშილობის მიზეზებზე საუბრობს. იგი ივანიშვილს მიმართავს და სთხოვს "მოაშოროს ღარიბაშვილი თავისი მთელი გუნდით, მოაშოროს ფინანსური პოლიციის კადრები პროკურატურაში და შეასრულოს დაპირებები", წინააღმდეგ შემთხვევაში ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებს.

 


"დღეს ვიმყოფებოდი ადვოკატთა ასოციაციის წევრ არჩილ ჩუბინიძესთან კარავში, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს TBC ბანკის სათაო ოფისი წინ. სამწუხაროა და ქვეყნის სირცხვილია როდესაც ადვოკატი შიმშილობას იწყებს სამართლიანობის აღდენის მოთხოვნით. არჩილ ჩუბინიძე გამორჩეული ადვოკატია თავისი პატიოსნებით და მაღალი პროფესიონალიზმით. არჩილი დიდი გულისტკივილით მესაუბრა იმ საერთო გასაჭირზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაემართა. არჩილი გულანთებული ადვოკატია, სურს სამართალი, რომელიც წლებია ვერ იპოვა. საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მოსახლეობამ დაუჭირა მხარი მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში დამკვიდრებულიყო სამართლიანობა. დაბრუნებოდათ მოქალაქეებს ჩამორთმეული ქონება, მოცილებოდნენ პროკურატურას ის პროკურორები რომელთანაც ვიზიტის შემდეგ საქართველოს მოქალაქე ნახულობდა კეთილ სიზმარს და მთელ თავის ქონებას ჩუქნიდა სახელმწიფოს. როდესაც 2012 წლის არჩევნების წინ ტარდებოდა მრავალი გამოკითხვა, მოქალაქეები ვითხოვდით სამართლიანობის აღდგენას. საქართველოს ხელისუფლებამ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები თავდაპირველად გამოუცხადეს მოსახლეობას, რომ მიემართათ პროკურატურისთვის ,,მიმართეთ ვინც დაზარალდითო‘’. მოსახლეობამ დაიჯერა ხელისუფლების დაპირება და პროკურატურაში დაახლოებით 50 000 საჩივარი შევიდა.

 

 

ხელისუფლელბამ ჩაიდინა აფიორა, მოქალაქეთა საჩივრებს იმ პროკურორებს აწერდა განსახილველად, რომლებთანაც მოსახლეობას პრეტენზია ჰქონდა. პარალელურ რეჟიმში მოქალაქეებმა მიიღეს წერილები იუსტიციის სამინისტროდან და პროკურატურიდან ხარვეზის დამდგენი კომისია შეიქმნება და განხილული იქნება თქვენი საჩივარიო. ერთი წელი ელოდა ხალხი სამართლიანობის აღდგენის დაწყებას, მაგრამ უშედეგოდ.

 

 

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შოკისმომგვრელი იყო ხელისუფლების განცხადება, რომ ხარვეზის დამდგენი კომისია აღარ შეიქმნებაო. ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრად დანიშნისთანავე ჩაიდინა საოცრება და მთავარ პროკურორად დანიშნა ჯერ ყაჩაღობაში ბრალდებული, ფინანსური პოლიციის კადრი ფარცხალაძე. შემდეგ, ასევე ფინანსური პოლიციის კადრი ბადაშვილი მოიყვანა მთავარ პროკურორად. ღარიბაშილის გაუაზრებელმა ნაბიჯებმა ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა დღითიდღე შეუძლებელი ხდება. ადვოკატები ვინც ვიბრძოდით სამართლიანობის აღდგენისთვის, დავრჩით მოტყუებულნი. საქართველოს პროკურატურაში ადვოკატების შეურაცხყოფის გამო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეტანილი მაქვს რამდენიმე საჩივარი, მაგრამ არც ერთ საქმეზე არ ტარდება ეფექტური გმაოძიება.

 


კიდეც ერთი ტრაგიკომედია რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, პოლიტპატიმრობის სტატუსით გაათავისუფლა 200 - ზე მეტი მოქალაქე, მათი დამკავებელი პროკურორები კი დააწინაურა, რაც ანომალიური ფაქტია. ვინაიდან, ადვოკატები მოტყუებულნი დარჩნენ ხელისუფლების აფიორით, ხელისუფლების უმოქმედობა უბიძგებს მათ იშიმშილონ. არჩილ ჩუბინიძის შიმშილობის აქცია არის დასაწყისი, მას შეუერთდება ადვოკატთა არმია, რაც შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მივმართავ ივანიშვილს, მოაშოროს ღარიბაშვილი თავისი მთელი გუნდით, მოგვაშოროს ფინანსური პოლიციის კადრები პროკურატურაში და შეასრულოს დაპირებები. ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ღარიბაშვილის და თამაზაშვილის მმართველობისთვის, ბადაშვილის მთავარი პროკურორობისთვის, სუსის მმართველობისთვის და ა.შ.," წერს ზაზა ხატიაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი