ტერეზა მეი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებას „არ ეთანხმება"
29-01-2017, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი „არ ეთანხმება" დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება და ლტოლვოლებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ და ბრიტანეთი უჩივლებს შეერთებულ შტატებს, თუკი ტრამპის ბრძანება უარყოფთ გავლენას მოახდებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე.

 

 

აღნიშნულ განცხადებას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) „დაუნინგ სთრითზე" დაყრდნობით ავრცლებს.

 

 

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლას სტერჯენმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანების შესახებ პრემიერ მინისტრ მეის თავისი დამოკიდებულება უფრო ადრე უნდა გამოეხატა.

 

 

ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს. სირიელ ლტოლვილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ იმ დრომდე, სანამ დამატებითი განცხადება არ გაკეთდება. 6 ქვეყნის, მათ შორის, ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზების გაცემა არ მოხდება.  

 

 

 

 

 

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება ნიშნავს, რომ ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის ათასობით მოქალაქე, შესაძლოა, არ აუშვან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ე.წ. მწვანე ბარათები (მუდმივი ცხოვრების უფლება) აქვთ. 

 

 

შეერთებული შტატების მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ვიზის მფლობელებისა და ლტოლვილების დეპორტაცია დროებით შეჩერებულია.

   

 

ამერიკელმა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანების მიღების შემდგომ მიიღო. „ამერიკულმა სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა" ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ, შაბათს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნული კავშირი ვარაუდობს, რომ ასიდან ორასამდე ადამიანი არის დაკავებული ამერიკის აეროპორტებში. 

 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის რამდენიმე შტატის აეროპორტებში ათასობით პროტესტანტის გამოსვლა, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას.    

 

 

 

 

 

ამერიკელი მოსამართლის, ან დონლის გადაწყვეტილების თანამხად, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ლტოლვილთა აპლიკაციები დაუკმაყოფილდათ, ასევე მოქალქეებს, რომლებასაც გააჩნიათ ვიზები, ისევე როგორც სხვა ინდივიდებს, რომლებსაც ამერიკაში შესვლის კანონიერი უფლება გააჩნაით, მათი ქვეყნიდან გაძევება შეჩერებული იქნება.  

 

 

ეს ეხება პირველ რიგში, ამ კატეგორიაში მოქცეულ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აეროპორტში არიან დაკავებულნი, ან დაკავების საფრთხის წინაშე დგანან.    

 

 

მოსამართლემ ბრძანება გამოსცა, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ტრამპის ბრძანების გამოცემის შემდგომ იქნენ დაკავებულნი. 

 

 

მეი შეერთებულ შტატებს პარასკევს სტუმრობდა, შემდეგ კი თურქეთს ეწვია. დიდ ბრიტანეთში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში „დაუნინგ სთრითმა" გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ტერეზა მეის პოზიცია მკაფიოდ არის განცხადებული.

 

 

„საემიგრაციო პოლიტიკა შეერთებულ შტატებში არის აშშ-ის მთავრობის საქმე ისევე, როგორც საემიგრაციო პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი მთავრობის მიერ", - განაცხადა „დაუნინგ სთრითის წარმომადგენელმა და დაამატა: „მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთი სახის მიდგომას და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ განვახორციელებთ".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი