თეთრი სახლი ტრამპის ბრძანებას მტკიცედ იცავს
30-01-2017, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ იცავს პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც ემიგრანტების 7 მუსულმანური ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას კრძალავს მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და მასობრივად გამოხატული პროტესტისა.

 

 

განცხადებაში პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ვიზები კიდევ ერთხელ გაცემული იქნება „ყველაზე უსაფრთხო პოლიტიკის" პირობებში.

 

 

 

 

 

 

ამერიკის 16 შტატის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანება არაკონსტიტუციურია.

 

 

რამდენიმე ფედერალურმა მოსამართლემ კი დროებით შეაჩერა ვიზის მფლობელების დეპორტაცია.

 

 

ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის - ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს.

 

 

 

 

 

შეერთებულ შტატებში 90 დღის განმავლობაში ვერ  შევლენ აღნიშნული 7 ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომელთაც ორმაგი მოქალქეობა გააჩნიათ. იმისათვის, რომ მათ აშშ-ში შესვლა შეძლონ, ემიგრანტის ან არაემიგრატნის ვიზა უნდა იყოს გაცემული.

 

 

შეზღუდვა ასევე ეხება ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ორმაგ მოქალქეებს, თუმცა, კანადის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ეს მისი ქვეყნის ორმაგ მოქალაქეებზე არ იმოქმედებს.

 

 

აღნიშნული ბრძანება ლტოლვილთა პროგრამას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიელი ლტოლვილების შესვლას სამუდამოდ კრძალავს.

 

 

 

 

 

ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანების შემდეგ, შეერთებული შტატების მოსამართლემ დეპორტაცია დროებით შეაჩერა

 

 

ამერიკელი მოსამართლის, ან დონლის გადაწყვეტილების თანახმად, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ლტოლვილთა აპლიკაციები დაუკმაყოფილდათ, ასევე მოქალქეებს, რომლებასაც გააჩნიათ ვიზები, ისევე როგორც სხვა ინდივიდებს, რომლებსაც ამერიკაში შესვლის კანონიერი უფლება გააჩნიათ, მათი ქვეყნიდან გაძევება შეჩერებული იქნება. 

 

 

ეს ეხება პირველ რიგში, ამ კატეგორიაში მოქცეულ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აეროპორტში არიან დაკავებულნი, ან დაკავების საფრთხის წინაშე დგანან.    

 

 

 

 

მოსამართლემ ბრძანება გამოსცა, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ტრამპის ბრძანების გამოცემის შემდგომ იქნენ დაკავებულნი.

 

 

როგორც „როიტერსი" იუწყება, ტრამპის ბრძანებამ, რომელიც მუსულმანური ქვეყნებიდან ხალხის შეშვებას კრძალავს, გამოიწვია დაბნეულობა, პანიკა მგზავრებს შორის, რომელთაგან ზოგიერთმა შეერთებულ შტატებში გაფრენისგან თავი შეიკავა.  

 

 

 

 

 

„როიტერსის" ცნობით, საპრეზიდენტო ბრძანებამ აღშფოთება გამოიწვია არაბ მგზავრებს შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მათი განცხადებით, ეს დამამცირებელი და დისკრიმინაციულია.     

 

 

ტრამპის ბრძანების გამოცემას ფართო კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატების დასავლელ მოკავშირეებში, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში, არაბ-ამერიკულ ჯგუფებში, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებში. 

 

 

 

 

 

საპრეზიდენტო ბრძანება ვაშინგტონში თეთრი სახლის, ხოლო ნიუ-იორკში ტრამპ-თაუერის წინ ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი