გიორგი ჯაფარიძეს მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა - პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
03-02-2017, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

 


პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი“.

 


მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მის წინ თანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, სადაც შეეჯახა „ოპელის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ნუგზარ ხაჯალია და „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა მექი დანელია.

 


ავტოავარიის შედეგად ავტომობილ „ოპელის“ მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მურმან ფალიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მექი დანელიამ და ნუგზარ ხაჯალიამ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

 


უწყების ინფორმაციის მიხედვით, „საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა. სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 


2017 წლის პირველ თებერვალს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიორგი ჯაფარიძის დაკავების შუამდგომლობით, რაც სასამართლოს მიერ 2 თებერვალს დაკმაყოფილდა. 3 თებერვალს გიორგი ჯაფარიძე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

 


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი