ბრაზილიის ყოფილი პირველი ლედი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
04-02-2017, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრაზილიის ყოფილი პირველი ლედი მარისა ლეტისია და სილვა გარდაიცვალა, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.

 


BBC-ის ცნობით, მან თქვა, რომ მარისა ლეტისია - რომლის შესახებაც უფრო ადრე ინფორმაცია გავრცელდა, რომ მისმა ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა - პარასკევ საღამოს გარდაიცვალა. იგი 66 წლის იყო.

 


დასაფლავება საო პაულოში შაბათს გაიმართება. მისი ცხედრის კრემაცია მოხდება.

 


მარისა ლეტისია ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზით საავადმყოფოში გასულ კვირას გადაიყვანეს. ექიმებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „გამოუსწორებელი“ იყო. მისი ორგანოების დონაცია მოხდება.

 

 

 

 

 


„ლუის ინასიო ლულა და სილვა და მისი ოჯახი მწუხარებით ადასტურებს მარისა ლეტისია ლულა და სილვას გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ლულას წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


„ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ცოლი 43 წლის განმავლობაში ამ საღამოს მშვიდად გარდაიცვალა საო პაულოში თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში.

 


„მთელი ოჯახი აბსოლუტურად განადგურებულია მარისას უდროო სიკვდილით და ეს არის სამწუხარო ბევრი ადამიანისთვის ბრაზილიის გარშემო“.

 

 

რეგიონის ქვეყნების ლიდერებმა სამძიმრის წერილები გაუგზავნეს ლულას და ბრაზილიის კონგრესში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ყოფილი პირველი ლედის გარდაცვალებას.

 

 

 

(მარისა ლეტისია საარჩევნო კამპანიის დროს)

 


მარისა ლეტისია ლულას „მშრომელთა პარტიის“ დაფუძნებაში დაეხმარა და ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მისმა მეუღლემ შექმნა პარტიის პირველი დროშა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი