საფრანგეთის „ცენტრისტების“ ამომავალი ვარსკვლავი ემანუელ მაკრონი აღთქმას დებს, რომ გააერთიანებს ერს და გააძლიერებს კავშირებს გერმანიასთან
05-02-2017, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის „ცენტრისტმა“ კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ფრანგული საპრეზიდენტო კამპანია შეანჯღრია, თავის პირველ დიდ სიტყვაში აღთქმა დადო, რომ გააერთიანებს ერს და გააძლიერებს კავშირებს გერმანიასთან.

 


როგორც BBC იუწყება, საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიონში სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა ასევე პირობა დადო, რომ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს.

 


ყოფილმა „სოციალისტმა“ ეკონომიკის მინისტრმა მისი პარტია მხოლოდ გასულ წელს დააფუძნა.

 


სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, იგი შესაძლოა პირისპირ აღმოჩნდეს ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენის წინაშე, რომელიც თავისი პოლიტიკის მთავარი დედაარსის შემცველ სიტყვას კვირას წარმოთქვამს.

 


„ნაციონალურმა ფრონტმაც“ ასევე ლიონში დაიწყო ორდღიანი ყრილობა და პარტია თავისი მანიფესტის რეკლამირებას ეწევა. იგი ქვეყნის ბიუჯეტზე, საზღვრებზე, კანონებსა და ფულზე ფრანგული სუვერენტიტეტის აღდგენის პირობას დებს. თუმცა პარტია აღარაფერს ამბობს უწინდელ აღთქმაზე - სიკვდილით დასჯის აღდგენაზე.

 


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 23 აპრილს გაიმართება და ის ერთ-ერთი ყველაზე ღია შეჯიბრი იქნება ათწლეულების განმავლობაში იმ ფონზე, როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მე-2 ვადით კენჭისყრაზე უარი განაცხადა.

 


ოპოზიციონერი კონსერვატიული „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიონი მეტი შანსის მქონედ მიიჩნეოდა გასულ თვემდე, ვიდრე მისი ცოლის საპარლამენტო მუშაობის ხარჯები მის პერსპექტივებს შეარყევდა.

 


სულ მიცრე 8 000 ადამიანის წინაშე მაკრონმა იკითხა: „არ ვიტყვი, რომ მემარცხენეს თუ მემარჯვენეს მნიშვნელობა არ აქვს, რომ ისინი ერთი და იგივე არიან, მაგრამ ეს დაყოფები დაბრკოლებები არ არის?“

 

 

 


„მე მინდა შევარიგო ორი საფრანგეთი, რომელიც თანდათან გაუცხოებული ხდება ერთმანეთის მიმართ“.

 


„მე მინდა უფრო მეტი ევროპული თავდაცვა, პარტნიორობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის“, - დაამატა მან.

 


იგი ასევე ჩანდა, რომ დასცინოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკას, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით, შეადარა რა ის საფრანგეთის ფორტიფიკაციის სკანდალს, რომელიც 1940 წელს ჰიტლერის შესაჩერებლად წარუმატებელი აღმოჩნდა.

 


„მე არ მინდა კედლის აშენება. მე შემიძლია მოგცეთ თქვენ გარანტია, რომ ჩემ პროგრამაში კედელი არ არის“.

 


სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ 7 მაისის მეორე ტურამდე, პირველ რაუნდში ლე პენის შემდეგ მაკრონი ან ფიონი გავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი