დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სასაზღვრო სამსახურს ინსტრუქცია მისცა „ძალიან დიდი სიფრთხილით“ შეამოწმონ ამერიკაში შემსვლელი ადამიანები
05-02-2017, 23:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან უთხრა შეერთებული შტატების სასაზღვრო უწყების ოფიციალურ პირებს, „ძალიან დიდი სიფრთხილით“ შეამოწმონ ამერიკაში შემსვლელი ადამიანები.

 


ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ შაბათს, უარი განუცხადა ტრამპის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ აღადგინოს მოგზაურობის აკრძალვა უწინდელ მდგომარეობაში.

 


ტრამპმა აღნიშნა, რომ სასამართლოები „საქმეს ძალიან ართულებენ“ და თუ რამე მოხდება, მათი ბრალი იქნება.

 


სიეტლში, შეერთებული შტატების მოსამართლემ პარასკევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 7 მუსულმანური ქვეყნიდან მოქალაქეების ამერიკაში შეშვების აკრძალვაზე დროებითი დაბლოკვის გადაწყვეტილება გამოსცა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

 

 

როგორც BBC იუწყება, ფედერალური მოსამართლის, ჯეიმს რობარტის განაჩენით, მთავრობის ადვოკატების მტკიცებები, რომ ამერიკის შტატებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება გამოწვევის წინაშე დაეყენებინათ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანება, არ იქნა გათვალისწინებული.

 

 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ბრძანების გამოცემის შემდეგ 60 000 ვიზა გაუქმდა.

 

 

 

(ადამიანები მონაწილეობას იღებენ რელიგიურ ღონისძიებაში და ლოცულობენ ნიუ იორკის ჯონ ფიცჯერლად კენედის აეროპოერტის მე-4 ტერმინალის გარეთ, 3 თებერვალი, 2017 წელი - Reuters-ის ფოტო).

 


სასამართლოს გადაწყვეტილება კი ნიშნავს იმას, რომ ტრამპის დირექტივა შეჩერებული რჩება და ვიზების და მწვანე ბარათების მფლობელებს ერაყიდან, სირიიდან, ირანიდან, ლიბიიდან, სომალიდან, სუდანიდან და იემენიდან შეერთებულ შტატებში შესვლა შეეძლებათ მანამ, სანამ სასამართლო სრულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას ტრამპის საიმიგრაციო ბრძანებაზე.

 


თეთრ სახლსა და ამერიკის ორ შტატს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს აკრძალვას, უფრო მეტი არგუმენტების წარმოსადგენად საბოლოო ვადად ორშაბათი მიეცათ.

 


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 7 მუსულმანური ქვეყნიდან მოქალაქეების ამერიკაში შეშვების აკრძალვის შეჩერების წინააღმდეგ შუამდგომლობით შაბათს მიმართა.

 


მოპასუხე მხარე, რომელთა შორის იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ცდილობდა ვაშინგტონის შტატში ფედერალური მოსამართლის მიერ პარასკევს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება გაეუქმებინა.

 


კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ უფრო მეტი კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა სიეტლის მოსამართლის, ჯეიმს რობარტის, რომელმაც დაბლოკა აკრძალვა, და ასევე მთლიანად ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ.

 


„თვითერზე“ სერიულად გაკეთებულ განცხადებებში ტრამპმა თქვა: „მე უსაფრთხოების სამსახურებზე ინსტრუქცია გავეცი, ძალიან დიდი სიფრთხილით შეამოწმონ ჩვენ ქვეყანაში შემომსვლელი ადამიანები“.

 


„უბრალოდ არ შემიძლია დავიჯერო რომ მოსამართლეს შეუძლია ჩააყენოს ქვეყანა ამგვარ საფრთხეში. თუ რამე მოხდება, ბრალი დაედება მას და სასამართლო სისტემას. ხალხი მოაწყდება. ცუდია!“

 


უფრო ადრე ტრამპმა ფედერალურ მოსამართლეს „ეგრეთ წოდებული“ მოსამართლე უწოდა, რომლის „სასაცილო“ სასამართლო გადაწყვეტილება „კანონის ცხოვრებაში გატარებას არსებითად აკნინებს“ შეერთებულ შტატებში.

 


„ამ ეგრეთ წოდებული მოსამართლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კანონის ცხოვრებაში გატარებას არსებითად აკნინებს ჩვენ ქვეყანაში, სასაცილოა და გაუქმდება“, - დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


„როდესაც ქვეყანა უკვე აღარ არის იმის შემძლე თქვას, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია შემოსვლა და გასვლა, განსაკუთრებით უსაფრთხოების მიზეზებით - დიდი უბედურებაა“, - განაცხადა ტრამპმა „თვითერზე“ განცალკევებით.

 


ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებაში დასახელებული 7 სახელმწიფოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც აშშ-ის მოქმედი ვიზები გააჩნიათ, ბრძოლა უწევდათ შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე ასასვლელად.

 


შაბათს დემონსტრაციები ისევ გაიმართა ვაშინგტონში, მაიამიში და ამერიკის სხვა ქალაქებში, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქებში.

 

 

 

 

 

 

ათასობით ადამიანი გამოვიდა ლონდონში, შედარებით ნაკლები პარიზში, ბერლინში, სტოკჰოლმსა და ბარსელონაში.

 

 

ტრამპის მხარდამჭერებმა კონტრ-პროტესტი გამოხატეს შეერთებულ შტატებში.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღთქმას დებდა, რომ გააუქმებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა მისი ბრძანება, რაც 7 მუსულმანური ქვეყნიდან ამერიკაში მოქალაქეების შეშვების აკრძალვას ითვალისწინებს.

 


ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ბრძანება, რომელმაც დაბნეულობა და სიბრაზე გამოიწვია, შეერთებული შტატების დაცვაზეა ორიენტირებული.

 

 

 

(დემონსტრანტები ლოცულობენ ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში, სადაც იემენის საზოგადოების წარმომადგენლები შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოგზაურობისაკრძალვას აპროტესტებდნენ. 2 თებერვალი, 2017 წელი - Reuters-ის ფოტო). 

 


ტრამპის ბრძანებამ შეერთებული შტატების ლტოლვილთა მიღების პროგრამა 120 დღით შეაჩერა, სირიელ ლტოლვილებს კი სამუდამოდ აუკრძალა ამერიკაში შესვლის უფლება, ხოლო ერაყის, სირიის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის ვიზის მფლობელ ნებისმიერ მოქალაქეს 90 დღის განმავლობაში შეუჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება.

 

 

ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ სარჩელი თავდაპირველად ვაშინგტონის შტატის სასამართლოში იქნა შეტანილი, მოგვიანებით კი მინესოტაში.

 


ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა აკრძალვას არაკანონიერი და არაკონსტიტუციური უწოდა, რადგან ის ადამიანების რელიგიური საფუძვლების წინააღმდეგ დისკრიმანაციას წარმოადგენს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი