პატარა საქართველომ „რა დააშავა ისეთი“, რომ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურები - პუტინი, მედვედევი და სხვა - ქართველებს გვიკრძალავენ ქვეყნის გამთლიანებაზე „ფიქრსაც კი?!“
08-02-2017, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სახელმწიფო მაღალჩინოსნების უმრავლესობა, რომლებიც გამოირჩევიან ანტიქართული რიტორიკით, „მიუღებელს და აბსურდულს“ უწოდებენ საქართველოს მცდელობას, რომ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და „გვირჩევენ“, რომ „შევეგუოთ ახალ რეალობას!“ ისინი ეფუძნებიან „ასეთ ლოგიკას“ და მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის (ანუ საქართველოს) სამხედრო ქმედების შედეგად რუსეთი „იძულებული გახდა დაეცვა სამხრეთ ოსეთის ხალხი და შემდეგ ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა“, თანაც რუსეთის ეს გადაწყვეტილება „გადახედვას არ ექვემდებარებაო!“ რუსეთის და მისი პირველი პირების ეს პოზიცია გახლავთ, – პოლიტიკური უტიფრობის და ცინიზმის მწვერვალი, რადგანაც, როგორი შეფასებაც არ უნდა მისცე ომში დამარცხებული ქვეყნის მოქმედებას, ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ „გამარჯვებულმა“ სახელმწიფომ (მით უმეტეს აგრესორმა) დაანაწევროს დამარცხებული და თან განუცხადოს, რომ მისი მცდელობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, - „აბსოლუტურად უპერსპექტივოა!“

 

 

რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მინდა შევახსენო, რომ ფაშისტურმა გერმანიამ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა და ათეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (მათ შორის, მილიონობით რუსის!), საკონცენტრაციო ბანაკებით დაფარა რა ევროპის კონტინენტი და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ადამიანთმოძულე რეჟიმი ჰქონდა, ომში დამარცხების და გერმანიის გაყოფის შემდეგ, ასეთი დანაშაულებების ჩამდენ ქვეყანასა და ერს, თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციამ, რუსეთის მაშინდელი პირველი პირების (გორბაჩოვი, ელცინი და სხვა) აქტიური მონაწილეობით მისცა უფლება, რომ გერმანია და გერმანელი ერი გაერთიანებულიყო და გამთლიანებულიყო! ჰოდა, პატარა საქართველომ „რა დააშავა ისეთი“, რომ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურები (პუტინი, მედვედევი და სხვა), ქართველებს გვიკრძალავენ ქვეყნის გამთლიანებაზე „ფიქრსაც კი?!“ ასეთი რამ, მხოლოდ ველურ, ცივილურობასთან მწყრალად მყოფ ადამიანებს და პოლიტიკანებს ახასიათებთ, რომლებიც საბოლოო ჯამში ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეზე „დაიდებენ ბინას!!!“...

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 8
#8   პაატა
      
გერმანია ორად გაყოფილი იმიტომ აღმოცნდა რომ საოკუპაციო ზონები გაინაწილეს და ეს კანონდარღვევით მოხდა,გერმანიის გაერთიანება უკანონობის გაუქმება იყო და არა კეთილი ნება,უბრალოდ იმ დროს მოხდა აღმოსავლეთ გერმანიის დეოკუპაცია საბჭოთა ჯარების მიერ რაც ამერიკელებმა და მოკავშირეებმა 50 წლით ადრე მოახდინეს დასავლეთ გერმანიაში,მაშინ ორი გერმანიის აღიარება ისთივე უკანონობა იყო როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის,...
27 თებერვალი 2017 04:45
#7  ნიკოლოზ
      
[quote=ციური]ტერიტორიები ფულზე გაყიდა და ომები გაითამაშა...
ეს ჩემი ობიექტური აზრია,ერთი რიგითი ქართველის,მოქალაქის,დედის...რომელსაც ომი არ უნდა


ჩემი აზრიც ასეთია.
გაყიდა... ან ემსახურა სხვის ინტერესებს. რაც ერთი და იგივეა.
13 თებერვალი 2017 09:46
#6   ვაჟა ჯავახიანი
      
აზრი სათაურიდან უნდა გამოიტანო, პატარა და დიდი, შეიარაღება და რაოდენობა შედარება არც შეიძლება.სახელმწიფოს არ გააჩნდა და სამწუხაროდ არ გააჩნია საკუთარი სტრატრგია, ჭკვიანი სხვის შეცდომებძე სწავლობს. (მიმხვედრი მიხვდება)ემოციებით ქვეყანა არ იმართება, ერთიანობა, მიზანი და მოთმინება მიგვიყვანს შედეგამდე.სომხებმა კავკასიაში 2-ი სახელმწიფო შექმნეს.რუსეთისტერიტორიაზე ჩვენს სიახლოვეს კრასნოდარი, სტავროპოლი, როსტოვი(სოხუმი, გაგრა, სოჩა...)მათია.ანდაზა ჩვენია მარა რათ გინდა, გველსა ხვრელით ამოიყვანს ე ნ ა ტკბილაD მოუბარი...
10 თებერვალი 2017 22:27
#5   givi
      
რუსეთი არაფრის დამთბობია თუ რაიმეთი არ გახდა იძულებული საჭიროა პარტიზანული მოძრაობა რომელიც ჯოჯოხეთად აქცევს აფხაზეთს და სამაჩაბლოს რუსებს სურვილი აღარ ჰქონდეთ იქ ყოფნის
9 თებერვალი 2017 06:53
#4   ბადრი გოგია
      
სწორია.
უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეისწავლის რუსების პოზიციას და პრეტენზიებს. ჩვენ ეს არ ვიცით. არადა, ბევრ რამეს აღმოვაჩენთ. უნდა შევსწავლოთ აგვისტოს ომის რუსული ვერსია. ფაქტია,რომ რუსებს მართლა სჯერათ, რომ მართალი არიან. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ რუსებმა იციან სიმართლე და მაინც სჩადიან ისე, როგორც აკეთებენ.
9 თებერვალი 2017 04:41
#3   სოსო
      
თანამედროვე ფაშიზმი! მაშინ, რაღასა ზეიმობენ ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავებს? ფარისევლობაა!

თანამედროვე ფაშიზმი! მაშინ, რაღასა ზეიმობენ ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავებს? ფარისევლობაა!
8 თებერვალი 2017 23:11
#2   ციური
      
ტერიტორიები ფულზე გაყიდა და ომები გაითამაშა...
ეს ჩემი ობიექტური აზრია,ერთი რიგითი ქართველის,მოქალაქის,დედის...რომელსაც ომი არ უნდა
8 თებერვალი 2017 22:57
#1  David GabroSvili
      
რუსეთს ჰქონდა და აქვს ლოზუნგი: კავკასია ქართული სახელმწიფოს გარეშეო... თუ მიშიკოს ებრძოდა 2008-ში მაშინ რა დაუშავა იმ 114-მა უწყინარმა ქართულმა სოფლებმა რომელთა კართაგენიზაცია ჩაატარა და აღგავა პირისაგან მიწისა... რუსეთმა იქ მოსპო ქართული ფესვი მისი ისტორიული მიწებიდან რათა ბოლომდე გემრიელად უპრობლემოდ ჩაიკოკლოზინოს...
8 თებერვალი 2017 14:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი