რუსეთის მთავარ ოპოზიციურ ლიდერს, ალექსეი ნავალნის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა
08-02-2017, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის მთავარი ოპოზიციური ლიდერი ალექსეი ნავალნი დამნაშავედ სცნეს სხვისი ქონების მითვისებაში და 5-წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს, რაც მას მომავალ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ კენჭისყრას უკრძალავს.

 

 

მაგრამ, როგორც BBC წერს, ნავალნიმ, რომელიც არ ეთანხმება ბრალდებას, აღთქმა დადო, რომ ამის მიუხედავად იგი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეიძლება იყოს კანონიერი მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

 


სასამართლომ, პროვინციულ ქალაქ კიროვში ნავალნი დამნაშავედ სცნო სხვისი ქონების მითვისებაში - ხე-ტყის კომპანია „კიროვლეს“-თან მიმართები მას ჯარიმის სახით 500 000 რუბლის (8 500 აშშ დოლარის) გადახდა დაეკისრა.

 


არის ნავალნი პრეზიდენტ პუტინისთვის საფრთხე?

 


ნავალნი, რომელიც 40 წლისაა, ცნობილია მისი ანტი-კორუფციული კამპანიით, რომლის სამიზნე კრემლთან დაახლოებული ოფიციალური პირები არიან. ის აცხადებს, რომ მისი საქმე იმის მცდელობას წარმოადგენს, რომ იგი პოლიტიკის მიღმა დატოვონ.

 


პუტინს კონსტიტუციის თანახმად უფლება აქვს კენჭი იყაროს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მომავალი 6 წლით დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ მას ჯერჯერობით მისი ამგვარი გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

 


რუსულ პოლიტიკაში ნავალნის ძლიერ ფიგურად წარმოჩენა 2008 წელს დაიწყო, როდესაც მან რუსული, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ზოგიერთი კორპორაციის უკანონო ქმედებებისა და კორუფციის შესახებ ბლოგების გამოქვეყნება დაიწყო.

 


მან პრეზიდენტის „ერთიანი რუსეთი“ აღწერა როგორც „თაღლითების და ქურდების პარტია“ - ფრაზა, რომელმაც ბევრ რუსში რეზონანსი გამოიწვია.

 


ნავალნიმ 2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურა წარადგინა და მეოთხედზე მეტი ხმები მიიღო, რამაც ბევრში გაკვირვება გამოიწვია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი