საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიან ვიზიტს იწყებს
09-02-2017, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიან ვიზიტს იწყებს. ლევან იზორიასთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე არიან.

 


უწყების ცნობით, ვიზიტისას თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს, რომლებიც ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან.

 


თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ ინფორმაციას გერმანელი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან მოისმენენ. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერთან, ასევე დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელი სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანტონიო აგუტოსთან და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად, გერმანიაში ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეითი ბრიგადების ქვედანაყოფები გადიან. ბად-ზალცუნგენში მდებარე ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ემზადება. დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე კი, სამშვიდობო მისიისთვის შემაჯამებელ სწავლებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი