გუდაურში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა
10-02-2017, 05:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. კურსის დასრულების ცერემონაილი გუდაურში გაიმართა.

 

 

 

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსდამთავრებულ სამხედროებს სწავლების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და ლიტვის სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მიულოცეს. დღესვე კურსდამთავრებულებმა სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

 

 

 

 


სამთო კურსი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მსმენელები ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოები გაიარეს. ქართველ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებთან ერთად სამთო სროლებში მონაწილეობა ფრანგმა კადეტებმაც მიიღეს, რომლებიც ერთთვიანი გაცვლითი პროგრამით დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.

 

 

 

 


მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარნენ, რომელიც მათ გასულ წელს საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის 2 ქართველი, 7 ლიტველი და 1 სომეხი.

 


ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილმა სამხედროებმა თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა შეისწავლეს. კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლნენ გაუკვალავ თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის, გადარჩენისა და ევაკუციის ტექნიკას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი