BBC-ის საიდუმლოდ გადაღებულმა ფილმმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციხეში არსებული ქაოსი გამოამჟღავნა
13-02-2017, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

BBC-ის საიდუმლოდ გადაღებულმა ფილმმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციხეში არსებული ქაოსი გამოამჟღავნა.

 


რეპორტიორმა ნორსამბერლენდში, რომელშიც 1 348 პატიმარია განთავსებული, გადაცემა „პანორამასთვის“ ფარულად ორი თვე გაატარა.

 


მან აღმოაჩინა რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების ფართოდ გამოყენებას აქვს ადგილი, კონტროლის ნაკლებობაა, კარების განგაშის სიგნალი არ ირთვებოდა ერთ ბლოკში და მთელ შიდა უსაფრთხოების ღობეზე.

 


იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი გამოიძიებს „უაღრესად სერიოზულ ბრალდებებს“ აკლინგტონის ციხეში.

 


საპატიმროს ოფიცრებმა C კატეგორიის ციხეში ასევე იპოვეს ნაქსოვი ჩაფხუტები, შავი ტანსაცმელი და ლითონის მჭრელი მოწყობილობები.

 


მიიჩნევენ, რომ პატიმრები ახერხებდნენ გაძვრომას ღობის პერიმეტრზე გადმოგდებული ნარკოტიკული საშუალებების თუ სხვა კონტრაბანდული საქონლის შესაგროვებლად. ეს აღმოჩენები იმ ბლოკში გაკეთდა, სადაც პატიმრებს ამზადებენ ღია საპატიმროებში გადასაყვანად, სადაც მათი საკნები ღამით არ იყო ჩაკეტილი.

 


საიდუმლო გამოძიების ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ეპიზოდში ვიდეო აჩვენებს ციხის ოფიცერს (დაბლა მოცემულ ფოტოზე) იატაკზე, რომელსაც კრუნჩხვები აქვს მას შემდეგ, რაც შემთხვევით ჩაისუნთქავს ნარკოტიკს, იაფ და კანაფის უფრო მძლავრ სინთეტიკურ ალტერნატივას, რომლითაც სავსეა ციხე.

 

 

 

 

 


ფარულ რეპორტიორს, რომელიც დაკავების ოფიცრად მუშაობდა, ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ეუბნებოდა, რომ მათ არ შეეძლოთ პატიმრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ისინი წუხდნენ, რომ სათანადო მხარდამჭერთა ჯგუფი მისვლას საკმაოდ დააგვიანებდა.

 


საიდუმლო გადაღებისას რეპორტიორის მიერ ჩაწერილი სცენები მოიცავს პატიმრებს, რომლთაც ნარკოტიკებისგან უნარი აქვთ წართმეული და პატიმრებს, რომლებიც ემუქრებიან ციხის თანამშრომლებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი