[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
სააკაშვილი მერაბიშვილს: „მიწიდან ამოვაძვრინოთ ეს კრიალაშვილი და ოთანაძე და მოვ... მოვ...“ (ვიდეო)
02-02-2014, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                        

 

ვინ არის "ორი გვამის" თაობაზე გაცემული ბრძანების ავტორი და რამდენად კანონიერი იყო აღნიშნული ბრძანების გაცემა?

 

 

2014 წლის 29 იანვარს ღამით Youtube -ზე ატვირთული სკანდალური ვიდეო კვლავ დიდი განსჯის საგანია. აღნიშნულ ვიდეომასალაში შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავს:

 


"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია".

 

 

ვანო მერაბიშვილის მომხრეები და თავად დაპატიმრებული ექს-მინისტრი ამ კადრებისა და მერაბიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვების ნამდვილობას არ უარყოფენ, თუმცა ისინი ამ სიტყვებს გამართლებას უძებნიან.

 

 

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეომასალას ოპერატიულად გამოეხმაურ და ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში "გამოსაძიებელი არაფერია."

 

 

"რაც შეეხება კონკრეტულად დაკავების ბრძანებას, ეს იყო ადეკვატური, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროფესიონალები და მძიმედ შეიარაღებულები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადეკვატური ქმედება ძალოვანების მიერ იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. ის იძახის, რომ ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და იქ იგულისხმება ის, რომ თუ დამნაშავეები გასწევდნენ წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ძალოვანების ადეკვატური მოქმედება მომხდარიყო. ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა", - განაცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა აქტიურმა სახემ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ სპეცრაზმელებს გააჩნიათ ლიკვიდაციის უფლება.

 


"წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ და მათ შორის, როცა ტერორისტული აქტია და ამბოხია, სპეცრაზმელებს აქვთ ლიკვიდაციის უფლება. ეს უფლება აქვთ სპეცრაზმელებს ყველა ქვეყანაში და ანალოგიურ გაფრთხილებას ნებისმიერი ხელმძღვანელი აძლევს. იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ეს საუბარია, ადგილზე სიტუაცია განმუხტულია. ეს ორი პიროვნება მიმალვაშია და ხორციელდება ძებნა. რამდენიმე დღის მერე, როდესაც ეს ორი პირი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცდილობდა გადასვლას, მოხდა მათთან შეტაკება, რამდენადაც მე მახოსვს სპეცრაზმელებიც დაშავდნენ და ორი ადამიანიდან ერთის ადგილზე ლიკვიდაცია მოხდა, მეორე დაიჭრა. თვითმიზანი რომ ყოფილიყო დაჭრილიც ვერ გადარჩებოდა. ოთანაძეს უმკურნალა სახელმწიფომ ის იყო პატიმარი, ამ მთავრობამ კი ყოველგვარი შესწავლის გარეშე გამოუშვა პოლიტპატიმრის სტატუსით. ის დღეს ლადო ბედუკაძესთნ და სხვა მსგავს პირებთან ერთად ფოტოსესიით არის დაკავებული"- განაცხადა უგულავამ.

 

 

მუხროვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემაც შეაფასა.

 

 

როგორც ხმალაძემ 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ამბობს იმას, რომ შესაძლებელია და კანონიერია ბრძანება პირის ლიკვიდაციის შესახებ.

 

 

"საქართველოს კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ამბობს იმას, რომ შესაძლებელია და კანონიერია ბრძანება პირის ლიკვიდაციის შესახებ. კანონი ამბობს იმას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და თუ ამ გამოყენებას მოჰყვა მსხვერპლი, რა შემთხვევაში არ ჩაეთვლება ეს დანაშაულად მას, ვინც იარაღის გამოყენებით მას მოუსპო სიცოცხლე. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს სხვა ადამიანის სიცოცხლეს და იმ ადმიანის დასაცავად აუცილებელი გახდა იარაღის გამოყენება. თუ ამ შემთხვევაში ამას მოჰყვა პირის დაღუპვა, ეს არ ჩაეთვლება დანაშაულად. ანუ უნდა არსებობდეს ისეთი პირობები, რომ იარაღის გამოყენების გარეშე დანაშაულის ჩადენას ვერ აღკვეთ, მაგრამ ბრძანება ლიკვიდაციისა ყველა შემთხვევაში უკანონოა. სამართლის დანიშნულება არის არა შურისძიება, არამედ პროპორციულად დასჯა. საქართველოს კანონმდებლობით კი სიკვდილით ადამიანის დასჯა გაუქმებულია, შესაბამისად ლიკვიდაციის ბრძანებაც უკანონოა. სამართალდამცველების მიზანი უნდა იყოს პირის დაკავება და არა მისი ლიკვიდაცია", – განაცხადა ხმალაძემ.

 


კადრების გავრცელებიდან მეორე დღეს სკანდალური ვიდეომასალაში წარმოთქმული მისი ფრაზა თავად მერაბიშვილმა შეაფასა. ქუთაისში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ ის ამ "ორ გვამში" ორი რუსი მრჩევლის გვამს გულისხმობდა.

 

 

"მე ვარ ცამდე მართალი ამ საკითხში. არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანება არ გამიცია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამბოხებაში მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, რომელთა ლიკვიდაციაც კვალის დაფარვის მიზნით შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა ორი გვამი და ამ გვამებს ვეძებდით. მე ვიძლეოდი მათი გვამების პოვნის ბრძანებას, რათა დაგვედგინა კავშირი ამ ამბოხსა და რუსეთს შორის" - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მზადაა პროკურატურის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.

 


შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრი, ვალერი ხაბურძანია მთელ ამ პროცესში ხელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისაკენ იშვერს და ამბობს, რომ გვამებთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

 

 

"ოპერაცია სამხედრო და სამართალდაცვის კუთხით, როგორც ჩანს, არ დაგეგმილა, სიტყვები, ქენით რამე, გაინძერით და მსგავსი, მაგას ადასტურებს. ის, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება სააკაშვილმა მიიღო, ეჭვს არ იწვევს, სამხედრო და სამართალდაცვითი კომპონენტი კი სრულიად ამოვარდნილი ჩანს და მთავარია ორი გვამი.



რაც შეეხება ორ რუს ინსტრუქტორს და მათ გვამებს, ეს მერაბიშვილის მძიმე ფანტაზიის ნაყოფია, მეცოდება ის ხალხი, ვინც მასთან მუშაობდა. მერაბიშვილს მოუწევს დაადასტუროს, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია და ამ დროს მისი ზეპირი განცხადება მტკიცებულებად არ უნდა ჩაითვალოს. ვანო მერაბიშვილმა დღეს კადრების რეალურობა დაადასტურა",- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

 

 

ტელეკომპანია "რუსთავი-2" -ის ეთერში 2009 წლის 5 მაისს გასული ვრცელი, ცხრაწუთიანი ვიდეომასალის მიხედვით, მუხროვანის სპეცოპერაციის დღეს, მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის თანდასწრებით აფასებს მომხდარ ფაქტს და მის იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს სპეციალურ დავალებას აძლევს.

 

 

სააკაშვილი მერაბიშვილს ეუბნება: "მიწიდან ამოვაძვრინოთ ეს კრიალაშვილი და ოთანაძე, მიწიდან ამოვაძვრინოთ და მოვ... მოვ.. (შენიშვნა: აქ პრეზიდენტი ბოლომდე არ ასრულებს სიტყვებს: ვიდეოს ეს ნაწილი იხილეთ 5: 14 წუთიდან) და დავაპატიმროთ და მოვათავსოთ და გადავცეთ კანონს."

 

 

აქვე შეგიძლიათ იხილოთ 2014 წლის 29 იანვარს Youtube - ზე ატვირთული სკანდალური ვიდეომასალაც. 

 

                                                

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი