ბიძინა ივანიშვილი: 800 მილიონამდე უფასო და იაფი ფული გაიცა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს
23-03-2015, 00:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უფასო ფული კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" განაცხადა. მისი თქმით, 800 მილიონამდე უფასო და იაფი ფული შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს

 


"როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეს უფასო კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. წახალისების მხრივ მთავრობაც კიდევ უფრო აქტიურობს. უფასო ფული გაცილებით უფრო მეტი უნდა შემოვიდეს ეკონომიკაში. არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი დახმარებას, სუბსიდირებას და ვპირდებოდი, რომ იქნება 7-წლიანი კრედიტებიც, 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები. 800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს. მთავრობის მიერ გაცილებით უფრო დიდი პროექტი მზადდება, რომელიც გაცილებით დიდ თანხებზეა გათვლილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

 


მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავხედურად ცდილობს დაამახინჯოს ეს ტერმინი. "თვითონ ხდებიან საცოდავები და სასაცილოები", - განაცხადა ივანიშვილმა

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი