ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობის კვალი შესაძლოა ფხენიანის „მხეცური“ რეჟიმისკენ მიდიოდეს
15-02-2017, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეამ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა მალაიაზიაში იქნა მოკლული. აშკარაა, რომ კიმ ჩენ ნამი მალაიზიის დედაქალაქ კუალალუმპურის აეროპორტში მოწამლეს. ფაქტი ორშაბათს მოხდა, თუმცა ის მხოლოდ მეორე დღეს გახმაურდა. ჯერჯერობით, ოფიციალურად, მკვლელობის არც მოტივი დასახელებულა და არც თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მომხდარა.

 


BBC-ის ცნობით, სამხრეთ კორეის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰუანგ კიო ანმა განაცხადა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ამ ფაქტის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას, ის აჩვენებს „მის მხეცურ და არაადამიანურ ბუნებას“.

 


თუ მომხდარში ფხენიანის კვალი გამოიკვეთება, ეს იქნება ყველაზე გახმაურებული მკვლელობა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის მხრიდან მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის ბიძა ჩანგ ჩონ თაეკი 2013 წელს სიკვდილით იქნა დასჯილი.

 


კიმზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა იგი ორშაბათს კუალალუმპურის აეროპორტიდან სახლში, მაკაოში გასაფრენად ემზადებოდა. მისი სიკვდილი საჯარო მხოლოდ სამშაბათს გახდა.

 


მალაიზიის სამეფო პოლიციის მაღალი რანგის ოფიცრის, დატუკ შრი აბუ სამადის განცხადებით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გვამის გაკვეთის შემდგომი შემოწმება მალე დასრულდება.

 


მან თქვა, რომ მალაიზიის ოფიციალურ პირებს გარდაცვლილის ვინაობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, რადგან ის იყენებდა პასპორტს განსხვავებული სახელით, კიმ კოლით.

 


მალაიზიის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის სამგზავრო დოკუმენტში კიმ კოლია მითითებული, მისი დაბადების თარიღად 1970 წლის 10 ივნისია მითითებული, კიმ ჩენ ნამი კი, მიიჩნევენ, რომ 1971 წლის 10 მაისს არის დაბადებული.

 


შეკითხვაზე, მოითხოვა თუ არა ჩრდილოეთ კორეამ ცხედრის გადაცემა, მალაიზიის პოლიციის ოფიცერმა რეპორტიორებს უპასუხა, რომ ოფიციალურ თხოვნას ადგილი არ ჰქონია.

 


პოლიცია აეროპორტში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების ვიდეომასალას სწავლობს. მედიაში გავრცელებული ფოტოები ფოკუსირებულია ორ ქალზე, რომლებიც კიმის გვერდით ჩანან და მოგვიანებით ტაქსით ტოვებენ ადგილს.

 


შეერთებული შტატების მთავრობის წყაროებმა განაცხადეს, რომ მათ სჯერათ, რომ კიმი ჩრდილო კორეელი აგენტების მიერ იქნა მოწამლული.

 


ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ლიი ბიონგ-ჰომ სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ ფხენიანს კიმ ჩენ ნამის მოკვლა რამდენიმე წელია რაც უნდოდა, მაგრამ მას ჩინეთი იცავდა.

 


რა მოხდა?

 


მალაიზიის მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ კიმ ჩენ ანს თავს ორშაბათს, დაახლოებით 09:00 საათზე დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის კუალალუმპურის საერთაშორისო აეროპორტიდან 10:00 საათზე მაკაოში გამგზავრებას აპირებდა.

 


ზუსტად, თუ როგორ განვითარდა მოვლენები თავდასხმისას, უცნობია. ოფიციოზი და თვითმხილველები განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად მას ქიმიური ნივთიერება შეასხეს, სხვა ვერსიით კი სახეზე ტილო ააფარეს. ადრინდელი ცნობების თანახმად კი თავდასხმისას „მისასხურებლის გამოყენება“ ან ნემსი ფიგურირებს.

 


კიმ ჩენ ანი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

 

 

რატომ მიდიოდა ჩინეთში კიმი და რატომ შეიძლებოდა მოეცილებინა ის ფხენიანს?

 


კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი იყო.

 


2001 წელს კიმი იაპონიაში ყალბი პასპორტით შესვლისას დაიჭირეს. მან უთხრა ოფიციალურ პირებს, რომ იგი ტოკიოს დისნეილენდში სტუმრობას აპირებდა.

 

 

ერთ დროს კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ მიჩნეული უფროსი ვაჟის მიმართ მამის მხრიდან დამოკიდებულება სავარაუდოდ ამ ინციდენტის გამო შეიცვალა.

 

 

მას შემდეგ რაც მამის მემკვიდრედ მისი ახალგაზრდა ნახევარძმა დასახელდა, კიმ ჩენ ნამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ იმყოფებოდა და მისი დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ, ძირითადად მაკაოში (ჩინეთის ტერიტორიული ერთეული) ატარებდა.

 

 

2011 წელს იაპონიური მედია მის სიტყვებზე დაყრდნობით წერდა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა „დინასტიური მემკვიდრეობის უფლებას“.

 

 

2012 წელს გამოცემულ ერთ-ერთი წიგნში ასევე მოყვანილია მისი სიტყვების ციტატა, სადაც იგი გამოხატავადა რწმენას, რომ მის უმცროს ნახევარძმას ხელმძღვანელობის თვისებები აკლდა, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა არ იმუშავებდა და რომ ჩრდილოეთ კორეა არასტაბილური ქვეყანა იყო და ესაჭიროებოდა ჩინეთის მსგავსი ეკონომიკური რეფორმები.

 

 

გავრცელებული ცნობით, იგი წარსულში მკვლელობის სამიზნე იყო. 2012 წელს სამხრეთ კორეაში გასამართლებულმა ჩრდილო კორეელმა ჯაშუშმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღიარა, რომ კიმ ჩენ ანის საწინააღმდეგოდ სატრანსპორტო ინციდენტის მოწყობის ორგანიზებას ცდილობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი