იენს სტოლტენბერგი: ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს
16-02-2017, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის მხარდამჭერი განცხადებები ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება.

 

 

„ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც სხვდასხვა სფეროსს და საკითხს მოიცავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვევ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 


უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის გარდა ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს. ბრიუსელში შემაჯამებელ ბრიფინგამდე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მონაწილეობდა. სწორედ კომისიის სხდომაზე შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის.

 


საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. 28+1 ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით კომისიის სხდომაზე განიხილება საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. „განვიხილავთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს თავდაცვის რეფორმირების კუთხით, მათ შორის თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტს. ჩვენ შევაფასებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დასტურია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 


სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. შეხვედრაზე ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი განიხილეს. ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერება და ამ გზით ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა.

 


სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და არსებული რესურსების ეფექტურ მართვაზეა ორიენტირებული და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების საშუალებას იძლევა. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს და დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ალიანსის ქვეყნებიდან საქართველოში მოვლენილი ექსპერტები.

 


ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთავარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. საუბარი ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ პროცესში საქართველოს შესაძლო ჩართულობის ფორმებს.

 


შეხვედრაზე წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს წვლილის მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ქართული კონტინგენტი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე პირველია ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერთხმად აღნიშნეს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. მათ განსაკუთრებული პატივისცემა და მწუხარება გამოხატეს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიმართ, რომლებიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

 


ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგმა სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა: „ჩვენ ახლახანს გავმართეთ საინტერესო შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფორმატში. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება საქართველოში და ვიმსჯელეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ნატოს გაძლიერებაზე რეგიონში.

 


ჩვენ ასევე, აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, განსაკუთრებით კი „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის შემუშავებაში, რაც კიდევ უფრო ეფექტური და მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 


საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გასულ წელს გაიხსნა. წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში უკვე დასრულდა სწავლებებისა და წვრთნების პირველი ეტაპი. ხოლო ნოემბერში, ნატოს თერთმეტმა მოკავშირე და ორმა პარტნიორმა ქვეყანამ ნატო-საქართველოს რიგით მეორე ერთობლივ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

 


ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ინტენსიური ურთიერთობების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები.

 


ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას და ვუზრუნველყობთ პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რათა დავეხმაროთ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებაში“.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი