საქართველოს თავდაცვის მინისტრი ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა
17-02-2017, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნატოს მხარდაჭერასა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე, ეფექტიან და ნატოსთან თავსებად ძალებად ჩამოყალიბებას.

 

 

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები და აღნიშნეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე და განხილული იქნა მისი განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს მომავალი სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი