საპროკურორო საბჭოს წევრად ოთარ კახიძის კანდიდატურა აირჩიეს
23-02-2017, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად დღეს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების შეკრება გაიმართა.

 

 

როგორც სხდომის წამყვანმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, საპროკურო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს აქვთ განსაზღვრული კვოტა, რომლის ათვისებაც, მათივე გადაწყვეტილებით, დღემდე არ მომხდარა.

 

 

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ისეთი რეალობა შეიქმნა, რომელმაც მათი ერთობლივი პოზიციის შეცვლა გამოიწვია - ეს უკავშირდება ბოლო დღეებში საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და, ზოგადად, პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს.

 

 

„შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი უფლება და საპროკურორო საბჭოში ავითვისოთ ჩვენთვის განსაზღვრული კვოტა. ჩვენი წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში შევა ერთი ამოცანით და მისიით - ესაა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის დაყენება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მისი ინფორმაციით, ვინაიდან საპროკურორო საბჭოს წევრი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს, ამ შეკრების შესახებ ინფორმირებული იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა პარლამენტის წევრი.

 

 

დღევანდელ შეკრებას ესწრებოდნენ მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

 


საპროკურო საბჭოს წევრად ღია კენჭისყრით, 20 ხმით, ერთხმად, აირჩიეს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი