[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
პოპულარული ვიდეო: თბილისის მოყინულ გზაზე ჯიპის მძღოლმა დაჯახებას წამებით გაუსწრო (ვიდეო)
02-02-2014, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                            

 

თბილისის მერია მცირე თოვლსა და ძლიერ ყინვებს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ეს აშკარად ჩანს იმ ვიდეოკადრებიდანაც, რომელიც ორი დღის წინათაა გადაღებული და შემდეგ Youtube - ზეა ატვირთული.


აშკარაა, რომ თბილისის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტექნიკური მარილი არ არის დაყრილი, რის გამოც ყველა ტიპის ავტომანაქანას გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

 

აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შეიქმნა არაერთი საავარიო მდგომარეობა და თუ რა შემთხვევით გადაურჩა ჯიპის ტიპის მოცურებული ავტომობილი, რომელსაც გზის სავალი ნაწილი ჰქონდა გადაკეტილი, მისკენ შემხვედრი მიმართულებით, დაღმართზე ნელი სვლით მომავალი და, დამუხრუჭებისას ასევე მოცურებული, მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შეჯახებას. (ვიდეოს აღნიშნული მონაკვეთი იხილეთ 3: 00 წუთიდან)

 


სკანდალური "მარილის საქმით" საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა.

 


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ეთერში ტექნიკური მარილის თემაზე მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტექნიკური მარილი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი, შესაძლოა თავად მერიისთვის აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი.

 


"მოამბის" თანახმად, გამოძიება გაფლანგულ თანხებს ეძებს. მარილის მარაგი არსებობს, თუმცა მისი შეძენა ადგილობრივ ბიუჯეტს ძვირი დაუჯდა. თბილისის მთავრობას კი ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული და კონტრაქტშეწყვეტილი კომპანია უპირისპირდება. შპს "ნენეს" წარმომადგენლები კორუფციულ ურთიერთობებზე საუბრობენ და აინტერესებთ, იციან თუ არა დედაქალაქის მმართველებმა მარტივი არითმეტიკა-ანუ 114 ლარი უფრო მეტია, თუ 160.

 

 

 

 

"მარილის საქმე" - ნახეთ გიორგი ფუტკარაძის სიუჟეტში, შემდეგ ბმულზე: http://guardian.ge/225-skandaluri-marilis-saqme-gamodzieba-didi-odenobith-gaflangul-thankhebs-edzebs-video.html 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი