ლევან იზორია: „დელტას“ წარმოება, ძირითადად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული
27-02-2017, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგება, მისი აღჭურვა, ძირითადად, „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციით განისაზღვრება. ორიენტირი და შედეგი - პროდუქტი, რომელსაც „დელტა“ აწარმოებს იქნება, სწორედ, შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ორიენტირებული მომავალში“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სტუმრობისას.

 


მისი განცხადებით, „დელტას“ მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი აღიარება აქვს და ამ მიმართულებით წარმოებას უწყებისგან ხელშეწყობა ექნება. „განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორიამ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი, ასევე „დელტას“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

 


მას მასპინძლობა „დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა კვარაცხელიამ და ცენტრის თანამშრომლება გაუწიეს. „დელტაში“ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები, პოლკოვნიკები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი