3 თებერვალს ბელგიაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იწყება
02-02-2014, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბელგიის სამეფოს ეწვევა. ვიზიტი ბრიუსელში 5 თებერვლამდე გაგრძელდება.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროსოსთან, რის შემდეგაც მხარეები მედიისთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროპის საშინაო საქმეების კომისარს სესილია მალმსტრომს, ევროპის ენერგეტიკის კომისარ გიუნტერ ოტინგერს. ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

 

დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან.

 

ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება და მასთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა ეგმონტის ინსტიტუტის კონფერენციაზე, ასევე მიწვეულია ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილზე.

 

ბელგიის სამეფოში მნიშვნელოვანი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს - შედგება ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-სთან, ფრანგულ საერთაშორისო სამაუწყებლო ტელეკომპანია FRANCE 24-თან, ასევე REUTERS-თან, EURONEWS-თან, WSJ და LE MONDE-თან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი