ქობულეთში რუსთაველის ქუჩის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
28-02-2017, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში რუსთაველის ქუჩის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.

 


ქობულეთის გამგეობის ცნობით, ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

 

 

„დაწყებულია რუსთაველის ქუჩის გაგრძელების, მეორე შესახვევისა და 3 ჩიხის მოწყობა, მიმდინარეობს ტროტუარების რეაბილიტაციაც, ასევე ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.

 


მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ჯამში 2 503 258 ლარი დაიხარჯება. რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

 


რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 614 624 ლარი დაიხარჯა", - აცხადებენ გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი