საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურის შეხვედრა სტუმრად, დაბა მედინა დელ კამპოში ესპანეთის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება მოიპოვა.
„ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ორი ლელო დაუდეს. პირველი ლელოს ავტორი 49–ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ, გიორგი თხილაიშვილი გახდა, ხოლო მეორე ლელო იოსებ მათიაშვილის ანგარიშზეა.
საბოლოო ანგარიში - 20:10 კი მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.