3-თვიანი პიკეტირების შემდეგ, აუდიტორია 115-მა თსუ-ის მე-6 კორპუსი დატოვა
08-03-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

3-თვიანი პიკეტირების შემდეგ, აუდიტორია 115-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დატოვა.

 

 

სტუდენტებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ის ცვლილებები დაარეგისტრირა, რომელსაც ითხოვდნენ.

 

 

„ერთი წლის წინ, 2016 წლის 7 მარტს, საფუძველი ჩაეყარა სტუდენტურ მოძრაობა - აუდიტორია 115-ს.

 


ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ ბევრი მნიშვნელოვანი თემის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით სოციალური სამართლიანობისთვის, მშრომელთა უფლებებისთვის, ვართ სოლიდარულები ყველა ჩაგრული ჯგუფის მიმართ, ვიბრძვით ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლებისთვის, ვუპირისპირდებით უნივერსიტეტში არსებულ კლანებსა და აკადემიურ კორუფციას, არ ვეგუებით პოლიციურ სახელმწიფოს, ე.წ ოდეერის ინსტიტუტს და ა.შ.

 


ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკავშირდება სტუდენტური თვითმმართველობის არსებულ მოდელს. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორი და თანაბრად მონაწილეობდეს როგორც უნივერიტეტის მართვის პროცესში, ასევე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეთ მატერიალურ რესურსებთან.

 


ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან. ქალბატონმა მარიამ ჯაშმა, დაარეგისტრირა ცვლილებათა პაკეტი, რომლის ძალაში შესვლის შემდგომ:

 


1. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა არჩევა მოხდება პირდაპირი წესით. (შეგახსენებთ, რომ აქამდე, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეეძლოთ საფაკულტეტო საბჭოებში შესვლა)

 


2. სტუდენტებს თანაბარი წვდომის უფლება ექნებათ უნივერსიტეტის ფინანსებზე, სტუდენტური ინდივიდუალური ან ერთობლივი ინივიატივების მხარდასაჭერად. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ცვლილება ეხება არა მხოლოდ თსუ-ის, არამედ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს)

 


3. სტუდენტური თვითმმართველობის ერთიანი ცენტრალიზებული სტრუქტურის ნაცვლად, უნივერსიტეტები თავად გადაწყვეტენ თუ რა ტიპის სტრუქტურა შეესაბამება მათ სპეციფიკას. ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ორგანო დაკომპლექტდეს მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებით. კანონის ამჟამინდელი ვერსია ამ საკითხს ღიად ტოვებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ სამუშაო პროცესში ჩართვას და საკომიტეტო სხდომებზე ამ ინიციატივის მხარდაჭერას. თუ აღნიშნული საკითხი არ განისაზღვრება კანონით, რჩება იმის ალბათობა, რომ მივიღოთ კვლავ მანკიერი სისტემა.

 


ასევე, აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს. ჩვენ, კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღეთ პირობა, რომ ის უახლოეს დღეებში აუცილებლად დაინტერესდება აღნიშნული საკითხით, ეწვევა საერთო საცხოვრებელს და დაიწყებს ამ საკითხზე მუშაობას.

 


როგორც იცით, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არ არის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო ამ საკითხზე მუშაობა და 10 მარტს, მეექვსე კორპუსში გაიხსნება ბიბლიოთეკა. მისთვის წიგნების მოძიება დაწყებული გვაქვს და გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მოგიწოდოთ, რომ დაინტერესების შემთხვევაში შემოწიროთ ლიტერატურა ბიბლიოთეკას, რომელიც, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის.

 


ჩვენ, 3-თვიანი პიკეტირების შემდეგ, ვტოვებთ მეექვსე კორპუსს. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ სტუდენტებს, ლექტორებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ყველა ჩვენს მხარდამჭერს თანადგომისათვის. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი უნივერსიტეტისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული შეთანხმება ყველა მომდევნო საფეხურს წარმატებით გაივლის და საბოლოოდ ახალი კანონი უზრუნველყოფს სტუდენტთა თანასწორობას", აღნიშნულია აუდიტორია 115-ის განცხადებაში, რომელიც მათ „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი