ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებების სჯერა.
როგორც მან საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „აბა, ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო, პროკურატურის თუ არა".
„ვერსიები მაქვს. ნებისმიერი ადამიანი, რასაც უყურებს, გამოაქვს თავისი დასკვნები. იმისთვის, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, ამისთვის არის სინოდი დღეს. გავიგებთ ყველაფერს ამას“, განაცხადა მეუფე ანტონმა.
საპატრიარქოში წმინდა სინოდი სხდომას მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.