საკრებულოსთან ე.წ. ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა
09-03-2017, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, საკრებულოსთან ე.წ. ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

 

მოვაჭრეებმა თბილისის საკრებულოს შენობასთან კარვების გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

 

 

„რატომ არ შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა?! აეროსმიტის ჩამოყვანა უნდათ და ჩვენ გვეაეროსმიტება, ხალხო? ჩემი შვილი ისედაც ვერ მოხვდებოდა მაგ კონცერტზე, იმიტომ რომ ამის საშუალება არ მაქვს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

აქციის მონაწილეები ხანძრით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ.

 

 

„პროტესტი მიმდინარეობს უკვე თვენახევრის განმავლობაში, მაგრამ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. ბავშვთა სამყაროსთან მსხდომარე აქციაა და თან შიმშილობას მივმართავთ,“ - აცხადებს ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებული.

 

 

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ დღის ბოლომდე, საკრებულოს შენობის წინ კარვების დადგმის საშუალებას არ მისცემენ, ისინი კარვებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსთან გაშლიან და შიმშილობას იქ განაგრძობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი