დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
09-03-2017, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, შეხვედრის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოქმედო გეგმის 2016-2020 განხორციელების შეფასება და ორი წლის მუშაობის შედეგების ანალიზი.

 


„2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირება და ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება 2030 წლისთვის.

 


ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები უკვე შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა უკვე არსებობს. ჯერ-ჯერობითარ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ბოლო წლებში ამ მიმართულებით უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა 90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, რეგულაციები და მედიკამენტების მაღალი ფასები მიუწვდომელს ხდის მკურნალობას დაავადებულთა უმეტესობისათვის.

 


საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამ მხრივ უნიკალურია, რამეთუ თანამედროვე ანტივირუსული მკურნალობა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის სრულიად ხელმისაწვდომია", აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


სამუშაო შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კლინიცისტები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი