კახა კალაძე: არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
10-03-2017, 03:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე გაზის ტარიფებს სემეკი ითვლის.

 


„არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს. საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში - დოლარში და საქართველოში მოსახლეობაზე ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება. ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ დროისთვის უწყება არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ზუსტად რა კომპონენტების გადახედვა იგეგმება.

 

 

მარიამ ვალიშვილის თქმით, სამინისტრო ფასის რეგულირების საკითხზე კომპეტენციის ფარგლებში, სემეკთან ერთად იმუშავებს.  

 

 

„გუშინ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ჩვენ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა კომპონენტების გადახედვაზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, სემეკი ამაზე ინტენსიურად დაიწყებს მუშაობას და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენ ჩვენი მხრიდან რა კომპეტენციასაც წარმოადგენს, რეგულირება და რეგულირების თემა, პარალელურად სემეკთან ერთად ვიმუშავებთ, რომ გარკვეულწილად ეს უნიფიცირებული გამჭვირვალე მიდგომის ჩამოყალიბება და მიდგომა მოხდეს,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.

 

 

ბუნებრივი აირის ფასზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 24 ივლისამდე  იმსჯელებს. ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნით მარეგულირებელს რამდენიმე კომპანიამ მიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი