ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ახალი ბინა დაუკანონდა
10-03-2017, 05:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო. ლევან იზორიას ბრძანების საფუძველზე, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. დღეს კი, იუსტიციის სახლში დოკუმენტების ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ, დავით რუსიტაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, ბინის სანახავად გაემგზავრა და ახალი საცხოვრებელი ფართი ადგილზე დაათვალიერა.

 


საცხოვრებელი ფართის დათვალიერების შემდეგ დავით და ირმა რუსიტაშვილები მათივე თხოვნით, ლევან იზორიამ სამუშაო კაბინეტში მიიღო.

 


დავით რუსიტაშვილის ცხრასულიანმა ოჯახმა ბინის გასაღები საჩუქრად საზეიმო ვითარებაში ჯერ კიდევ 2016 წლის 8 მარტს მიიღო. თუმცა, ქმედებას ხუთი თვის განმავლობაში მსვლელობა არ მისცემია. უძრავი ქონების დაკანონება, მისი ოფიციალურად გადაცემა არ მომხდარა, რის გამოც დაირღვა ვადებიც. საკითხის შესწავლის მიზნით, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით მოხდა მისი დეტალური შესწავლა. მინისტრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადასცა და დაუკანონა.

 


„მოგეხსენებათ სამართლებრივი საფუძვლების შექმნა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, ამ ვადების გასვლის შემდეგ ყველანაირი სამართლებირივი საფუძვლები ბათილდება. რუსიტაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ყველანაირი ვადები დარღვეული იყო, თუმცა, მინისტრის დავალებით, მოხდა საკითხის ძირეული შესწავლა და შეიქმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის გამოიცა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რეესტრში გაფორმდა დოკუმენტაცია და შესაბამისად რუსიტაშვილების ოჯახი უკვე უძრავი ქონების კანონიერი მფლობელები არიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა.

 


დავით და ირმა რუსიტაშვილების ოჯახიდან ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა - კაპრალი ქართლოს რუსიტაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იმყოფება, ხოლო მიხეილ რუსიტაშვილი I ქვეით ბრიგადაში მსახურობს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი