[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა ქართული ტიტრებით (ვიდეო)
02-02-2014, 22:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                        

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მავთულხლართების გაბმა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

 

 

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, საქართველომ ახალი ხელისუფლების პირობებში, არაერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. რუსეთმა კი, თავის მხრივ ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა დაიწყო, თუმცა, საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციები გრძელდება.

 

 

"როდესაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ რუსეთთან დამოკიდებულება. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დანიშნა პირადი წარმომადგენელი. შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ რუსეთთან სავაჭრო, ადამიანური, სატრანსპორტო ურთიერთობები. შედეგად, რუსეთმაც ეტაპობრივად დაიწყო თავისი ბაზრის გახსნა ქართული პროდუქტისთვის. გავასამაგეთ რუსეთში ექსპორტი და 60 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მიუხედავად ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვაწყდებით პროვოკაციებს, რაც რეალურად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ახორციელებს. მავთულხლართების აგება რეალურად პრობლემას უქმნის ჩვენ მოსახლეობას"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო თანამეგობრობას, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბროს.

 

 

 

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის საკითხებზეც და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში, წინგადადგმული ნაბიჯია.

 

 

"ჩვენ გვაქვს სწრაფვა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ეს სწრაფვა დიდი ხანია ჩვენს გულებში და გონებაშია" - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი