გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე უხელმძღვანელებს
14-03-2017, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს. ლიცეუმის ყოფილმა დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დროშა ახალ დირექტორს პოლკოვნიკს, შალვა ძინძიბაძეს გადააბარა. დროშის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს ქუთაისში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ლიცეუმის კურსანტები და პედაგოგები დაესწრნენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეთაურობის საზეიმო გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა და მინისტრის გადაწყვეტილებით ის ტრადიციად დამკვიდრდება.

 

 

ღონისძიების დასაწყისში სამინისტროს ხელმძღვანელობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც კადეტებს, ლიცეუმის წარმომადგენლებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ლიცეუმის ყოფილ დირექტორს მადლობა გადაუხადა სასწავლებლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ დირექტორს.

 

 

„დღეს ჩვენ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელსაც ახლო წარსულში ჩავუყარეთ საფუძველი, როდესაც ცალკეული ინსტიტუტებისა თუ ცალკეული დანაყოფების ხელმძღვანელები თავიანთ მისიას, ამოცანას ქვეყნის წინაშე ღირსეულად ასრულებენ და ახალ, პროფესიულ საქმიანობას იწყებენ. ეს ტრადიცია ჩვენ დროშის გადაცემის ცერემონიალით გამოვხატეთ, რომელიც თავის მხრივ ინსტიტუციური განგრძობადობისა და მემკვიდრეობის გაგრძელების ტრადიციას უსვამს ხაზს. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თავდაცვის უწყებაში განვითარების ხაზი პირველ რიგში სწორედ მიუკერძოებელი და ობიექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე გადის. სამხედრო სამსახურის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია რეკრუტირების პრინციპის დამკვიდრება, როდესაც გარკვეული წლების შემდეგ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები იცვლებიან, მაგრამ ინსტიტუტები მყარდებიან. ჩვენ ვამყარებთ ამ ტრადიციას და მომავალში კიდევ უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას შევძენთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა სასწავლებლის პედაგოგებს, კადეტებს და აღნიშნა, რომ ლიცეუმში სწავლის მსურველთა რაოდენობა მუდმივად მზარდია, თუმცა ლიცეუმში სწავლის შესაძლებლობა მხოლოდ ღირსეულებს აქვთ, რადგან სწავლის პროცესი საკმაოდ მკაცრი, მაღალი სტანდარტებისაა და დისციპლინის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს.

 


უწყების ინფორმაციით, სამხედრო კადეტთა ლიცეუმის ახალი დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე სასწავლებლის დირექტორობამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2001 წლიდან ეროვნულ გვარდიასა და II ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. იყო III და IV ბრიგადების მეთაურიც. მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთში ISAF-ის მისიაში, სადაც უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ისტორიული ფაკულტეტის დასრულებსი შემდეგ, შალვა ძინძიბაძემ სწავლა ამავე აკადემიაში სამხედრო მიმართულებით - მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-ტაქტიკურ ფაკულტეტზე განაგრძო. გავლილი აქვს მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი აშშ-ის არმიის ქვეითთა სკოლაში და სამეთაურო-საშტაბო კურსი (CGSC) აშშ-ის არმიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯში. სხვადასხვა დროს მირებული აქვს მედლები და ჯილდოები.

 


გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერლის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, სამხედრო კადეტთა ლიცეუმის ყოფილი დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია საქმიანობას გენერალურ შტაბში გააგრძელებს. პოლკოვნიკ ალექსი კეკელიას მინისტრმა დღეს „გენერალ კვინიტაძის“ მედალი გადასცა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამ დროისთვის ლიცეუმს უკვე ჰყავს ხუთი გამოშვება. წელს ლიცეუმში 274 კადეტი სწავლობს, მათ შორის 8 გოგონა, რომლებიც ლიცეუმში 2016-2017 სასწავლო წელს ჩირიცხნენ. ლიცეუმს 12 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მოწყობილი და გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი