გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს შეხვდა
14-03-2017, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მთელ რიგ სფეროებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას შეეხო.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში წარმატებით განხორციელდა რეფორმები, რომლებიც ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება, მათ შორის - საგადასახადო სისტემის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს.

 


შეხვედრისას ასევე ისაუბრეს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - მმართველობის რეფორმის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობის ზრდას და მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

 


ელჩმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება ესტონეთისთვისაც საინტერესოა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი