თურქეთმა არაფრად ჩააგდო ევროკავშირის უმაღლესი ოფიციალური პირების მოწოდება, აჩვენოს თავშეკავებულობა ნიდერლანდებთან პოლიტიკურ სკანდალში
14-03-2017, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი ოფიციალური პირების მოწოდებას, აჩვენოს თავშეკავებულობა ნიდერლანდებთან პოლიტიკურ სკანდალში, უარით უპასუხა.

 


როგორც BBC იუწყება, თურქეთის დიპლომატიურმა უწყებამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის და ევროკავშირის გაფართოების კომისრის, იოჰანეს ჰანის მიმართვას „არაფრის მაქნისი“ უწოდა.

 


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ შაბათს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ჩასვლას და თურქული დიასპორის წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვას გეგმავდა, სადაც მას მათთვის უნდა მოეწოდებინა აპრილში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ერდოღანისთვის უფრო დიდი ძალაუფლების მინიჭების მხარდაჭერისაკენ. მაგრამ მიტინგის გამართვა უსაფრთხოების მიზეზებით აიკრძალა და ამის შემდეგ მინისტრის თვითმფრინავს დაშვებაზე უარი განუცხადეს.

 


თავდაპირველად თურქეთმა ნიდერლანდების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა, რათა მისგან ახსნა-განმარტება მოესმინა, მოგვიანებით კი ჰოლანდიის ელჩს ანკარაში დაბრუნება აუკრძალა და შეაჩერა მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებები. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი ჰოლანდიელები აღწერა, როგორც „ნაცისტური გადმონაშთები და ფაშისტები“.

 


ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ერდოღანის კომენტარი „რა თქმა უნდა, გადარეული შენიშვნა“ იყო.

 


ერდოღანი მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ნიდერლანდებში შეშვების აკრძალვის გამო ჰოლანდიური ფრენების დაბლოკვით დაიმუქრა.

 


მან თქვა: „... ამიერიდან, მოდი ვნახოთ, როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში“.

 


საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე გააფრთხილა ნიდერლანდები, რომ თურქეთი დააწესებდა მკაცრ სანქციებს, თუკი მისი ვიზიტი დაიბლოკებოდა.

 


რუტემ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა (ჰოლანდიურ ენაზე), რომ თურქეთის მუქარამ სანქციების შესახებ „გონივრული გადაწყვეტილების ძიება შეუძლებელი“ გახადა.

 

 

რუტემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰოლანდიის ოფიციოზმა უფრო ადრე განიხილა საკითხი, ჩავუშოღლუს მონაწილეობით დაგეგმილი მიტინგი შეიძლებოდა თუ არა კერძო და „უფრო მცირე“ მასშტაბის ყოფილიყო და ის თურქეთის საკონსულოსა ან საელჩოში ჩატარებულიყო.

 


ნიდერლანდები „წუხს მოვლენების ამგვარად განვითარების გამო და რჩება თავდადებული თურქეთთან დიალოგისათვის“, ნათქვამია განცხადებაში, რომლის მოკლე თარგმანსაც BBC ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი