გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო
14-03-2017, 07:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ადმინისტრაციამ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა, პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია.

 


გიორგი მარგველაშვილი დღეს ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად შესულ კანონთა პაკეტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა, ფარული მოსმენების კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო.

 


დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი ფაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდება, ხვალ კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი