გიორგი მღებრიშვილი ბათუმის მოვლენებზე: გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია გარედან, რომ ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყო მოსული, ეს ადამიანები დაიშლებოდნენ - როგორც კი ადგილზე დარჩნენ კრიმინალები, ჩვენ ჩავერიეთ
14-03-2017, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბათუმში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 

 

გიორგი მღებრიშვილის თქმით, უწყებას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბათუმის ქუჩებში „ცნობისმოყვარეობის მიზნით გამოსული ადამიანები დაიშლებოდნენ" და სწორედ ამის შემდეგ, „როგორც კი ადგილზე დარჩნენ კრიმინალები, მერე უკვე ჩვენ ჩავერიეთ".

 

 

არ გამოვედით, სანამ ბოლომდე არ დაიწმინდა აქცია. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია გარედან, რომ ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყო მოსული, ეს ადამიანები წავიდოდნენ და დაიშლებოდნენ. როგორც კი ადგილზე დარჩნენ კრიმინალები, მერე უკვე ჩვენ ჩავერიეთ. უფრო მეტად გვიღირს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე ორი-სამი დამწვარი მანქანა. იმ შეურაცხყოფასაც ავიტანთ, რაც მოგვაყენეს. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ჩვენ ამას მაქსიმალურად ვიჩენთ. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რაც შეგვეძლო - მოთმინებას ვგულისხმობ. დილისკენ, როდესაც უკვე შეიმჩნეოდა, რომ კრიმინალების მეტი იქ არავინ აღარ იყო, ჩვენ გამოვედით. თუ დაზიანებულია ვინმე, ისევ პოლიციის თანამშრომლები არიან დაზიანებული. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. ჩვენს თავს იმის უფლებას ვერ მივცემდით, რომ გამოგვეყენებინა უხეში ძალა. შეიძლება მომხდარიყო ჭყლეტა და 100%-ით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები ძალიან სერიოზულად დაზარალდებოდნენ”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი